წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 11.04.2018
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.03.2018
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №65
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (საკრებულო/გამგეობა) და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე (საკრებულოს აპარატი/გამგეობის მოსამსახურეები) პრემიების ოდენობას, გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
პრემია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1.
პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2.
პრემიის გაცემა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტი.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
1.
პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე პრემიის გაცემის შესახებ.
2.
ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
3.
პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
4.
საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ.
5.
პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1.
.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს–საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა და საკრებულოს აპარატის უფროსის მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინიტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2.
გადაწყვეტილებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეებზე) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით.საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი,საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე.
3.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების (სამსახურის უფროსები) მიმართ პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ– ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
4.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სტრუქტურულ ერთთეულებში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეებზე) პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით.
5.
პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.