საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2014
გამომცემი ორგანო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010340000.41.046.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 394 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 29.06.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 19.02.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 03.07.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 13.04.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №31 2014 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“  თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - „სააგენტო“) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სააგენტოში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 2.  საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 3. დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე,  სააგენტო იტოვებს უფლებას, პირის თანხმობის შემთხვევაში,  განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა. 5. სტანდარტის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში კომპაქტურ დისკზე ჩაწერისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა. 6. დაინტერესებულმა პირმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ  ხელმოწერილი და დასკანერებული განცხადება უნდა ატვირთოს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.competition.ge) საჯარო ინფორმაციის გრაფაში. 7. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს. გ) მოთხოვნას. 8. სტანდარტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილი განცხადება სააგენტოს მიერ არ განიხილება, რის შესახებაც არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ეცნობება განმცხადებელს, მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 9. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტანდარტის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციას, რის შესახებაც არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ეცნობება განმცხადებელს და მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურება, შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.  10.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურების მომდევნო სამუშაო დღიდან. 11. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა და განმცხადებლისათვის მიწოდება  უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს  ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. 12. სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს).