„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 26.08.2024
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №57 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.08.2024
დოკუმენტის ტექსტი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ”
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №57
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ.ახალციხე
“ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ”
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი 1–ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა დანართი 2– ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა დანართი 3– ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი 1
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის
მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმას.
მუხლი 2🔗.
სტაჟირების მიზანი
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
2.
კვალიფიკაციური კადრების მომზადება;
3.
მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
4.
დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მუხლი 3🔗.
სტაჟირების მიზანი და ფუნქციები
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირებაზე მიიღება, საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ამასთანავე:
ა)
სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი;
ბ)
დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
გ)
განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
2.
სტაჟირების კანდიდატს მოეთხოვება მაღალი აკადემიური მოსწრება რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 81-90%).
3.
სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 4🔗.
სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1.
სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით;
2.
სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3.
სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4.
სტაჟიორთა მიღების მიზნით ახალციხის მუნიციპალიტეტში სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა განსაზღვროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შესაბამისად შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ით.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების გავლის წესი და მიღება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბერის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში.
2.
პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ “საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში ბიურო)“ მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდის მეშვეობით.
3.
სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟირების კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟირების კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ან/და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟირების კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე.
მუხლი 6🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება.
2.
სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა.
3.
დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით.
4.
საქართველოს კანონმდებლობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის ან/და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევებით.
5.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც პირი სტაჟირებას გადის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც პირი სტაჟირებას გადის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.
მუხლი 7🔗.
სტაჟიორის უფლება–მოვალეობები
1.
სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში.
2.
სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა)
გაეცნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ)
გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ)
დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ)
სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ე)
განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3.
სტაჟიორი ვალდებულია:
ა)
დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ)
დაიცვას ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ)
დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4.
სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – დაწესებულების შინაგანაწესიდან.
მუხლი 8🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლება–მოვალეობები
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟიორს, სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ–ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2.
აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება–მოვალეობები
1.
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2.
სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3.
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4.
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს/პირებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 10🔗.
სტაჟირების დასრულება
1.
სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებენ გადაწყვეტილებას:
ა)
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ)
სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2.
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ.
დანართი №2
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა
დანართი №3
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა