სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 24.07.2018
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.168.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
პრემია – სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1.
პრემიის გამოყენებისას (გაცემისას), საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2.
პრემიის გაცემა ხორციელდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1.
პრემია გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2.
პრემიის მიზნებია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა წახალისება და მათი მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თანამდებობის პირებზე: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, აგრეთვე, საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანება).
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეები) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე: გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, აგრეთვე, გამგებლის თანაშემწეებზე და გამგებლის წარმომადგენლებზე პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის თაობაზეც გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანება).
4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე, საკითხის ინიცირების შემდეგ. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანება).
5.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
6.
პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 6🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.