იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე

მიღების თარიღი 26.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №723
სარეგისტრაციო კოდი დაწესებულება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,465 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (14)
დაწესებულება თვის ბიუჯეტი (ლარებით)
იანვარი 35,923
თებერვალი 18,823
მარტი 18,823
აპრილი 17,059
მაისი 15,315
ივნისი 15,335
ივლისი 15,355
აგვისტო 15,315
სექტემბერი 15,315
ოქტომბერი 15,315
ნოემბერი 17,059
დეკემბერი 18,923.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 31.12.2020 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 30.12.2022 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 31.12.2025 საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 04.11.2022 2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 30.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე საქართველოს მთავრობის დადგენილება №723 2014 წლის 26 დეკემბერი ქ.თბილისი იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე მუხლი 1🔗 „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად: 1. განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის 2014 წლის ის სახელმწიფო პროგრამები, მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით. 2. სამინისტრომ, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები დანართი №1-ის შესაბამისად, მათ შორის: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2014 წელს დადებული ხელშეკრულებების (ასევე, წინა წლებში დადებული ხელშეკრულებების, რომლებიც მოქმედებდნენ  2014 წლის დეკემბერში) გათვალისწინებით, განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან.  ამასთან: ა.ა) ხელშეკრულებების გაფორმების/გაგრძელებისას მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2014 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით); ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2014 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2014 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2014 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე; ა.გ) ხელშეკრულებების გაფორმება მალარიის კერებში გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ინსექტიციდებით დამუშავება) და მათი ღირებულება განისაზღვროს 2014 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტის ოდენობით; ბ) შენარჩუნებულ იქნეს 2014 წლის ვაუჩერული პროგრამების მიწოდების/განხორციელების/დაფინანსების პრინციპები, ამასთან, 2015 წელს გაგრძელებული ჯანმრთელობის დაცვის 2014 წლის ვაუჩერული პროგრამების ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია, აგრეთვე, პროგრამებში მონაწილე ყველა მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2014 წელს განსაზღვრული წესით;  გ) შენარჩუნებულ იქნეს „იმუნიზაციის“ პროგრამის ,,ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვის“, „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების  შესყიდვის“ და „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენტების ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2014 წელს განსაზღვრული წესით; დ) „ეპიდზედამხედველობის“ პროგრამის „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის“ და „ვირუსული დიარეების კვლევის“ კომპონენტების ფარგლებში ხელშეკრულებები გაფორმდეს/გაგრძელდეს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით. ამასთან, ახალ მიმწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და/ან არსებულ მიმწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა  განხორციელდეს 2014 წელს განსაზღვრული წესით; ე) „ინფექციური დაავადებების მართვის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მეთოდოლოგია განისაზღვროს შემდეგი წესით: ე.ა) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ღირებულებისა (დანართი №2-ის); ე.ბ) პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება თანაგადახდის პრინციპით. თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 20%-ს (80% იფარება პროგრამის ხარჯებით); ე.გ) პროგრამის  ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების  თანაგადახდას არ ექვემდებარება ამავე პროგრამით გაწეული მომსახურება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება) დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ე.გ.ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის; ე.გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის: ე.გ.ბ.ა) ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები; ე.დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, ხოლო, საპენსიო ასაკის პირებისთვის პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%.  მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ღირებულებისა (დანართი №2); ე.ე) დაუშვებელია პროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთი და იმავე ნოზოლოგიური კოდის სხვადასხვა კლინიკაში გამოყენება; ვ) „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად; ზ) „სოფლის ექიმის“ პროგრამის „შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობისა და განვითარების“ კომპონენტის ფარგლებში ყოველთვიური ბიუჯეტი შემდეგი ცხრილის მიხედვით: შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება დაწესებულება თვის ბიუჯეტი (ლარებით) შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ იანვარი 35,923 თებერვალი 18,823 მარტი 18,823 აპრილი 17,059 მაისი 15,315 ივნისი 15,335 ივლისი 15,355 აგვისტო 15,315 სექტემბერი 15,315 ოქტომბერი 15,315 ნოემბერი 17,059 დეკემბერი 18,923. 3. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტების, მომსახურების და სხვა საქონლის შესყიდვების უზრუნველყოფისთვის სამინისტროს, ცენტრს და სააგენტოს მიეცეთ უფლება, დამატებით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება შემდეგი პროგრამების ფარგლებში, ხოლო, სატენდერო პროცედურების დასრულებამდე და შესყიდული საქონლის მიწოდებამდე იხელმძღვანელონ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით: ა) „იმუნიზაციის“ პროგრამის ფარგლებში  „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, უფლება მიეცეს ცენტრს, ამავე კანონით „იმუნიზაციის“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ვაქცინებისა და  ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების)  შესყიდვა განახორციელოს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვით, ხოლო „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვის“ „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა - კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ბ) „ეპიდზედამხედველობის“ პროგრამის ფარგლებში „მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების“, „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის“, „ვირუსული დიარეების კვლევის“, „გრიპის სეზონური გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა (მ.შ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა) და განხორციელების“ კომპონენტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა; გ) „უსაფრთხო სისხლის“ პროგრამის ფარგლებში „ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში ტესტ-სისტემების, რეაგენტების, სახარჯი მასალის შესყიდვა და უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიის, მათ შორის, „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; დ) „ტუბერკულოზის მართვის“ პროგრამის „ლაბორატორიული კონტროლის“ კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრული რეაგენტების, მედიკამენტების, სხვა სახარჯი მასალების, სატრანსპორტო საშუალებების მოვლის/შენახვის მომსახურების  და საწვავის შესყიდვა, ხოლო, ნახველის/მასალის პილოტურად შერჩეულ მარშრუტებზე ტრანსპორტირების მიზნით,  საფოსტო საკურიერო მომსახურების შესყიდვა შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ე) „აივ-ინფექცია/შიდსის“ პროგრამის ფარგლებში „აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების“ შესყიდვა; ვ) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამის „ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში ტესტ-სისტემების, სამედიცინო სახარჯი მასალისა და  B ჰეპატიტის იმუნოგლობულინის შესყიდვა; ზ) „ნარკომანიის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; თ) „დიაბეტის მართვის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; ი) „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; კ) „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ პროგამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; ლ) „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; მ) „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამის „იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში შესასყიდ მედიკამენტებში დამატებით განისაზღვროს: მ.ა) იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის ბიოლოგიური პრეპარატების შესყიდვა; მ.ბ) დიდი თალასემიით დაავადებულთათვის რკინის შემბოჭავი პრეპარატების შესყიდვა. 4. სააგენტომ და ცენტრმა 2015 წლის 31 იანვრამდე სამინისტროში წარადგინონ ინფორმაცია ამ დადგენილების შესაბამისად დადებული/გაგრძელებული ხელშეკრულებების შესახებ (მათ შორის, ვაუჩერული პროგრამების), რომელიც დადგენილი წესით უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო, განმახორციელებელი დადგენილი წესით აცნობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 5. სააგენტომ და ცენტრმა 2014 წლის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის დაფინანსება იმავე პირობებითა და მოცულობით განახორციელონ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, დანართის №1-ის მიხედვით. ამასთან, 2014 წლის განმავლობაში სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2015 წელს, ანაზღაურდეს 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან. 6. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, გარდა, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა; ბ) „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ 2013 წელს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების  აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდეს 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე „რეფერალური მომსახურების“ პროგრამისთვის 2015 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში; გ) 2014 წელს „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილების შესაბამისად, უწყვეტად გაგრძელებული პროგრამების/კომპონენტების ფარგლებში სააგენტოს მიერ 2014 წლის განმავლობაში აღიარებული ვალდებულებები და 2014 წლის განმავლობაში წარმოშობილი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება „2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014  წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილებით განსაზღვრული  წესის თანახმად მიღებული იქნა პროგრამების ადმინისტრირების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ 2014 წელს ან/და მიღებულ იქნება 2015 წელს, ანაზღაურდეს „რეფერალური მომსახურების“ პროგრამისთვის 2015 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში. 7. ცენტრს მიეცეს უფლება, მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული საქონელი (საწვავი, ტესტ–სისტემები, რეაგენტები და სხვა სახარჯი მასალები) გამოიყენოს ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში.   მუხლი 2🔗 სამინისტრომ, სააგენტომ და ცენტრმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.    მუხლი 3🔗 დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დადგენილების მე-2 მუხლი  - გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი