ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 01.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22/61
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.111.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 441 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2014 მიღება
01.09.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22/61 2014 წლის 26 დეკემბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად,  საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულობა 1. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. 2. მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის შემთხვევაში კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 2🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა მოხელისათვის. 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და განყოფილებების მიხედვით და მოიცავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას. მუხლი 3🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; 2. ზოგადი უნარების მოთხოვნები; 3. პროფესიული უნარების მოთხოვნები. მუხლი 4🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებს  მოეთხოვებათ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტებისა და საკითხების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) უნარ-ჩვევები. მუხლი 5🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. მუხლი 6🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის და გამოცდილების სფეროში 1. თანამდებობათა რანგების მიხედვით უფროსი საჯარო თანამდებობის: სტრუქტურული ერთეულის (სამსახური) განყოფილების უფროსის, თანაშემწის, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  – დასაკავებლად  სავალდებულოა უმაღლესი /ბაკალავრი/ მაგისტრის განათლება. 2. პროფესიული ცოდნის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს მიხედვით ნორმატიული აქტების ცოდნას, კერძოდ: ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნას. მუხლი 7🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი, წამყვანი და უფროსი თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები; ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები. 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის უმცროსი საჯარო თანამდებობის (მთავარი სპეციალისტის) დასაკავებლად სავალდებულოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტების მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.