სსიპ-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ჯვარის №1 საჯარო სკოლის დირექტორის

2013-2014 სასწავლო წლის

ანგარიში

საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და

სასწავლო პროცესის შესახებ

 

რეგიონი:სამეგერელო ზემო-სვანეთი

რაიონი:წალენჯიხა

მისამართი:ქ. ჯვარი, ქანთარიას #6

საკონტაქტო ტელეფონი:577616865

 

ქ. ჯვარის #1 საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 თავის, 49-ე მუხლის შესაბამისად, ანგარიშს 2013-2014 სასწავლო წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

 

სკოლის დირექტორი:                                                                   /ი. ჭიჭინაძე/

დირექტორის მოადგილე:                                                                  /მ.ქარდავა/

ბუღალტერი:                                                                                         /ი. ფიფია/

 

 

 

 

 

 

 

 

პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მუშაკთა რაოდენობა შეადგენს 56.

·                                                                                                                                                                                               სკოლის დირექტორის - იზოლდა ჭიჭინაძე სერტიფიცირებული დირექტორი.

·                                                                                                                                                                                               დირექტორის მოადგილე - მანანა ქარდავა

·                                                                                                                                                                                               სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ნანა გოგოხია

·                                                                                                                                                                                               ბუღალტერი - იზოლდა ფიფია

·                                                                                                                                                                                               პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე - ლელა ჯღამაია

·                                                                                                                                                                                               დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბელქანია

·                                                                                                                                                                                               მოსწავლეთა თვითმმართველობის  თავმჯდომარე - ირაკლი გელანტია

სკოლაში ირიცხება  389 მოსწავლე. 1-ელ კლასში მიღებულია 21 მოსწავლე. 2013-14 სასწავლო წელს მე-12 კლასს დაამთავრა 35  მოსწავლემ. მათ შორის ერთმა - ოქროს მედალზე.  საბაზო საფეხური  დაამთავრა 31 მოსწავლემ, დაწყებითი საფეხური - 41.

სასწავლო წლის აკადემიური შედეგები ასეთია:

დაწყებითი საფეხური:

·                                                                                                                                                                                               მაღალი  - 92

·                                                                                                                                                                                               საშუალო - 59

·                                                                                                                                                                                               დამაკმაყოფილებელი - 13

საშუალო საფეხური:

·                                                                                                                                                                       მაღალი-69

·                                                                                                                                                                       საშუალო- 38

·                                                                                                                                                                       დაბალი - 6

მაღალი საფეხური:

·                                                                                                                                               მაღალი - 26

·                                                                                                                                               საშუალო - 45

·                                                                                                                                               დაბალი - 10

  2013 წლის სექტემბერში სკოლის ყველა მოსწავლეს გადაეცა უფასო სახელმძღვანელოები. სკოლის მოსწავლეებს ემსახურებოდა 8 მიკროავტობუსი, რომლებიც უზრუნვეყოფდნენ მოსწავლეთა გადაადგილებას დილით სახლიდან სკოლაში და გაკვეთილების შემდეგ სახლში.

   სკოლაში მუშაობს 10 სერტიფიცირებული მასწავლებელი. 8 მასწავლებელს ჩაბარებული აქვს 1 გამოცდა. სკოლა ჩაბმულია მასწავლებელთა პროფესიული განვიარების ცენტრის საპილოტე პროგრამაში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სკოლაში მუშაობს პროფესიული განვითარების ჯგუფი,  რომელიც ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების ამაღლებას. სისტემატურად ტარდება შეხვედრები და კონსულტაციები მასწავლებლებთან. მასწავლებლის სახლი სისტემატურად ატარებს პროფესიული განვითარების ჯგუფის მუშაობის  მონიტორინგს.

   სკოლის სერტიფიცირებული მასწავლებლები ჩაბმულნი არიან პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში. სქემის კოორდინატორი მასწავლებელთა სახლიდან ახორციელებს სქემაში ჩაბმული მასწავებლების სამოქმედო გეგმის  შესრულების  მონიტორინგს.

 გასულ სასწავლო წელს ამ კუთხით სკოლა ჩაითვალა წარმატებულ სკოლად. ჯგუფის წევრები სისტემატურად ატარებენ ინოვაციურ გაკვეთილებს.

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  პროგრამის მონაწილეთა კონფერენციაზე, ბაზალეთში მონაწილეობდა ჯგუფის ხელმძღვანელი  მანანა ქარდავა.

   ირმა ქარდავა მოწვეული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის  კონფერენციაზე ქ. წყალტუბოში, სადაც ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე ,,გზა მოსწავლის სტანდარტიდან მასწავლებლის სტანდარტამდე“  და მიიღო მაღალი შეფასება.

  ჯგუფის ხელმძღვანელმა, დირექტორის მოადგილემ მანანა ქარდავამ ჩაატარა დიმიტრი ყიფიანის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სასწავლო ექსკურსია - ინტეგრირებული გაკვეთილი საჩხერეში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში - ,,მტრის ურჩი რაინდის მეხოტბე“. ქართული ენისა და ლიტერატურის,  გეოგრაფიის და ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ერთობლივად მანანა ქარდავამ, მაია ბელქანიამ და ქეთევან უბილავამ.

მათემატიკის მასწავლებელმა ფატიმა გერგედავამ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე:,,ფიგურების ასახვა“.

სამოდელო გაკვეთილები ჩაატარეს აგრეთვე:ინგლისური ენის მასწავლებლებმა ნანა შონიამ და ლუიზა ჭედიამ, გერმანული ენის მასწავლებლებმა ია ჯალაღონიამ და თინათინ სამუშიამ, ქიმიის მასწავლებლებმა ეკატერინე შამუგიამ და სილვა ბიწაძემ, ფიზიკის მასწავლებელმა ელისო პაკელიანმა და სხვ.

სკოლის დაწყებით კლასებში სისტემატურად ტარდება სადამრიგებლო კითხვის საათი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად. ჩატარდა ,,შემოდგომის ზეიმი“, საბავშვო პოეტთან ლუარა ჭანტურიასთან შეხვედრა,  ინერგება სწავლის ინოვაციური მეთოდები - კონსულტანტი გოგიტა მოხვაში.

მე-4 კლასის ხელმძღვანელმა კლარა ქარდავამ ჩაატარა სასწავლო ექსკურსია ქუთაისში.

ქალაქის კულტურის სახლთან ერთად მოეწყო შეხვედრა ვეტერან მასწავლებლებთან.

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ნანა ჭანტურია და მარიამ ფიფია ორი კვირით (1-15 სექტემბერი) იმყოფებოდნენ შვეიცარიაში, ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს სკოლაში, იმოგზაურეს საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც მათ უმასპინძლა გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ჯვარელმა ბატონმა ლადო ჭანტურიამ. ეს პროგრამა მთლიანად დააფინანსა გერმანული ენის მოხალისე მასწავლებელმა მარიამ ვენგერმა. შემდგომში იგეგმება გაცვლითი პროგრამის გაგრძელება.

   ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა შონია მონაწილეობდა წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში პროგრამის ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად„ ფარგლებში.

   ისტორიის მასწავლებელი ქეთევან უბილავა მონაწილეობდა მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებულ  სასწავლო რესურსების კონფერენცია-გამოფენაზე  ბაზალეთში. წარდგენილი იყო ელექტრონული რესურსი  ,,ჭკუისკოლოფა“.

   მათემატიკის მასწავლებელმა ირმა ქარდავამ  მონაწილეობა  მასწავლებელთა სახლის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში ,, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაებში“ თემით - ,,საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში“

მე-10 კლასის მოსწავლე ანი შელია წარმატებით მონაწილეობდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში ქართულ ენაში.

 მე-2 - მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმულნი სხვადასხვა სახის საგნობრივ ოლიმპიადებში:,, ლონდონის სკოლა“, ,,კინგსი“, ,,ევერსტი“, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ პირველი და მეორე ხარისხის სიგელებით და დიპლომებით. პროექტში ,,წიგნიერება“ წარმატებით მონაწილეობდა  სკოლის 42 მოსწავლე.

სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში:სკოლის ზონალურ შეჯიბრებაში სკოლის ფეხბურთელთა და მძლეოსნობის გუნდები გავიდნენ პირველ ადგილზე, აღსანიშნავია სკოლის მოსწავლეთა წარმატებები კარატეში - მასწავლებელი ემზარ სოსელია.

1.                                                                                                                                                                                 ანანო ქარდავა,

·                                                                                                                                                                      საქართველოს ჩემპიონატი - მეორე ადგილი

·                                                                                                                                                                      საერთაშორისო ტურნირი ,,საქართველოს თასი“ - პირველი ადგილი

·                                                                                                                                                                      ქ. ქუთაისი ღია ჩემპიონატი - პირველი ადგილი

2.                                                                                                                                                                                 ჯონი შონია

·                                                                                                                                                           ფოთის საერთაშორისო ტურნირი  - პირველი ადგილი

·                                                                                                                                                           ღია ტურნირი ,,თბილისი 2014“ - მესამე ადგილი და ა. შ.

 სკოლაში მუშაობს ჭადრაკის წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს მათემატიკის მასწავლებელი ლეონტი ქუხილავა. წრის წევრებს აქვთ მნიშვნელოვანი წარმატებები რაიონულ და ზონალურ შეჯიბრებებში.

   სკოლასთან არსებული  ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სამა“ მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში: 2014 წლის ზაფხულში  - ბულგარეთი, ფესტივალი ,,მორსკა-პერლა“- დიპლომი, ოქტომბერი - ერევანი, ფესტივალი ,,ოქროს შემოდგომა“, გრან-პრი, მიწვევა იტალიაში.

   სკოლას აქვს კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გამართული ინფრასტრუქტურა, ნორმალურად მუშაობს ცენტრალური გათბობის სისტემა. კომპანია  CHF-ის მიერ პროგრამა ,,ბავშვის“ ფარგლებში ჩატარდა სასწავლო კორპუსის რემონტი. სარემონტოა სკოლის დამხმარე ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განლაგებულია სააქტო და სპორტული დარბაზები.

  საკლასო ოთახები უზრუნველყოფილია მოსწავლის ავეჯით, მუშაობს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, უცხო ენებისა და კომპიუტერული ლაბორატორიები. სკოლას აქვს 27 კომპიუტერი, ეს კომპიუტერები მოძველებულია და ზოგიერთი მწყობრიდან გამოსულია. სკოლას აქვს პროექტორი, პერსონალური კომპიუტერი, საპრეზენტაციო ოთახი.

   სკოლას აქვს კარგი ბიბლიოთეკა სამკითხველო, ბიბლიოთეკარი მაია გეთია. მისი თაოსნობით მიმდინარეობს პროექტი:,,კითხვა - ეს საუკეთესო სწავლაა“. ყოველი კვირის ბოლოს ეწყობა წაკითხული ნაწარმოებების განხილვა, ტარდება ვიქტორინა:,,წაიკითხე, გადმოეცი, დასვი კითხვა.“

   მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გამოვიდა კედლის გაზეთი, მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ხელნაწერთა კონკურსმა ,,ოქროს ხელები“ გამოავლინა გამარჯვებული მასწავლებლები, რომლებსაც გადაეცათ საჩუქრები.

  მოსწავლეებისათვის ჩატარდა ხელნაწერთა კონკურსი - გამოფენა ,,ვწეროთ ლამაზად“.

   სკოლაში გაიხსნა ექიმის კაბინეტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარითა და უზრუნველყოფილია აუცილებელი მედიკამენტებით. ექიმის კაბინეტს ემსახურება გამოცდილი პედიატრი სოსო ფიფია.

სკოლაში მუშაობს მანდატურის სამსახური. სკოლის გარე და შიდა პერიმეტრი კონტროლდება ვიდეოთვალით, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას.

   სკოლაში ფუნქციონირებს კვების ობიექტი. სკოლას გააჩნია დამატებითი შემოსავალი იჯარის წესით გაცემული  ფართების სახით. 

სკოლის ფინანსური ანგარიში თან ერთვის.