სსიპ-„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნათა შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიშს:
ა) სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 7 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 7 მოთხოვნა. არც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზენბის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.პერსონალურ მონაცემთა სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდის მანძილზე ცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გაგვაჩნია ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის გადახდილი თანხების თაობაზე.
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნათა შესრულების თაობაზე 2014 წლის ანგარიშს ცხრილის სახით:
|
ანგარიში |
|
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
| 7 |
|
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა
| 0 |
|
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
| 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა
| 0 |
| პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა
| 0 |
|
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
| 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის გადახდილი თანხების თაობაზე.
| 0 |
გიორგი ცაგარელი
ცენტრის დირექტორი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ-„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ-„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ-„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში“?
- „სსიპ-„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ-„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ-„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2014 წლის ანგარიში“, №0, 26.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2660311/