საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 05.01.2015
ძალის დაკარგვა 06.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-263
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია | სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება
№2-263
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 5 იანვრიდან.სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია
დანართი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში);
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში;
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail).
მუხლი 2🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია აგრარულ დარგში);
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე -კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, Microsoft Excel, Internet).
მუხლი 3🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.