სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2014 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2014 წლის ანგარიშს:
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს 2014 წლის 01 იანვრიდან 04 ივლისამდე და 2014 წლის 12 ნოემბრიდან დღემდე წარმოადგენს რეესტრის წარმოების სამსახურის უფროსი - ნინო თოდუა, ხოლო 2014 წლის 04 ივლისიდან 2014 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში - ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი - ლევან ტურაშვილი. ორივე მათგანმა წარმოდგენილ ყველა განაცხადზე განახორციელ ა შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ წარმოდგენილი იქნა სულ 94 განცხადება. საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე შემოსული იყო 73 განცხადება, აქედან ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობ რ ივ, ვინაიდან სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა არ ფლობდა მოთხოვნილ ინფორმაციას. დანარჩენი 21 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოიცავდა პერსონალ უ რ მონაცემებს, რომელთაგან 11 განცხადებაზე განმცხადებლებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უარი ეთქვათ ინფორმაციის გაცემაზე, ხოლო 10 განაცხადი დაკმაყოფილდა, ასევე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოთხოვნა არ შემოსულა.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დასაქმებულ პირთა მიერ არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად დისციპლინური სახდელების დადების ფაქტიც არ განხორციელებულა.
რაც შეეხება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, 2014 წელს გაცემულ მა საჯარო ინფორმაციამ არ გადააჭარბა „სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წლის განმავლობაში მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის დადგენის შესახებ“ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2014 წლის 14 იანვრის N1.1/13 ბრძანებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალურ ოდენობას: A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი - 300 ფურცელი, ხოლო ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდი ლ ი ასლი - 700 ფურცელი.
ლ. ვერულავა