„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-261 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (www.Matsne.gov.ge 13/11/2013, 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №6);“ 2. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები: „ი1) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №11); ი2) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №12); 3. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №1): ა) მე-8-მე-15 მუხლები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის დარგობრივი განვითარების სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ საქართველოს კანონი ; თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №2): ა) მე-16-მე-18 მუხლები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროტოკოლის სამმართველოს და სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება. 5. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №3) მე-7 და მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს. 6. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №4): ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება - ეკონომიკურ ან საფინანსო დარგში; ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ორგანოში ფინანსური კონტროლის სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ადმინისტრაციულ ორგანოში შიდა აუდიტში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Office Outlook).“; ბ) მე-2 და მე-3 მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. ბრძანებით დამტკიცებული „საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საკონკურსო თემატიკას“ (დანართი N5) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61 შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი; ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, power point, excel). 8. ბრძანებით დამტკიცებული „მელიორაცის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 9. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“ (დანართი N9) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: 10. ბრძანებას დაემატოს დანართი №11 და დანართი №12 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 5 იანვრიდან. |
|
| მუხლი 1 |
მელიორაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება: ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მელიორაციის სფეროში არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სავალდებულოა რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, microsoft Office Outlook, power point). |
| მუხლი 2 |
მელიორაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მელიორაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ცოდნა (microsoft word, microsoft Office Outlook, excel, power point). |
| მუხლი 3 |
მელიორაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება; ბ) მელიორაციის სფეროში არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel power point). |
| მუხლი 4 |
მიწათსარგებლობის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი პროფილით, მიწის დაცვისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების ან მიწის ადმინისტრირების (მიწათსარგებლობის დაგეგმვა, ინფორმაციული მართვა) სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) გეო-საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; დ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ARC GIS, microsoft word, excel power point). |
| მუხლი 5 |
მიწათსარგებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით; გ) მიწის დაცვისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების ან მიწის ადმინისტრირების (მიწათსარგებლობის დაგეგმვა, ინფორმაციული მართვა) სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) გეო-საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ე) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ARC GIS ,microsoft word, excel, power point). |
| მუხლი 6 |
მიწათსარგებლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით, მიწის კადასტრის ან მიწის ადმინისტრირების, (მიწათსარგებლობის დაგეგმვა, ინფორმაციული მართვა) სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) გეო-საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; დ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ARC GIS, microsoft word, excel power point). |
| მუხლი 7 |
მიწათსარგებლობის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) მიწის კადასტრის ან მიწის ადმინისტრირების (მიწათსარგებლობასათან დაკავშირებული საკითხები) სფეროში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point). |
| მუხლი 8 |
ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია :
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება: ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მელიორაციის სფეროში არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, microsoft Office Outlook, power point). |
| მუხლი 9 |
ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მელიორაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office Outlook, Excel, power point). |
| მუხლი 10 |
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მელიორაციის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურისა და უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება; ზ) „ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის „და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის” დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის შესახებ“ დებულება. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწათსარგებლობის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურისა და უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება; ე) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი; 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა : ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ზ) „ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის“ და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის” დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის შესახებ“ დებულება. |
| მუხლი 1 |
დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში; ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობების პროფილით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, ხოლო მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point, outlook); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება. |
| მუხლი 2 |
დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში; ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობების პროფილით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, ხოლო მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point, outlook); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება. |
| მუხლი 3 |
დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში; ბ) არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უცხო ენი ცოდნა სრულყოფილად; პრეტენდენტის მიერ გარდა ინგლისურისა ჩამოთვლილთაგან სხვა ენის ცოდნის შემთხვევაში სასურველია ინგლიური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook , power point); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება. |
| მუხლი 4 |
დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში; ბ) არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უცხო ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება. |
| მუხლი 5 |
დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უცხო ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება. |
| მუხლი 6 |
ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით ან სხვა მონათესავე დარგში; ბ) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, internet, power point); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება. |
| მუხლი 7 |
ორმხრივი ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, უცხო ენების, საჯარო მმართველობის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით ან სხვა მონათესავე დარგში; ბ) არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უცხო ენის ცოდნა სრულყოფილად. პრეტენდენტის მიერ გარდა ინგლისურისა ჩამოთვლილთაგან სხვა ენის ცოდნის შემთხვევაში სასურველია ინგლიური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, internet, e mail, power point); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება. |
| მუხლი 8 |
ორმხრივი ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით ან სხვა მონათესავე დარგში; ბ) არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უხო ენის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(microsoft word, internet, e mail, power point); ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება.“. |
| მუხლი 9 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურისა და უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“საქართველოს კანონი; ე) „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია; ვ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონი; ზ) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, მარაკეშის დეკლარაცია 1994წ.15 აპრილი (სოფლის მეურნეობის შეთანხმება გვ.43-71); თ) მაასტრიხის ხელშეკრულება; ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება. |
| მუხლი 1 |
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - ტექნოლოგიურ დარგში ან მენეჯმენტის მიმართულებით; ბ) საინფორმაციო - ტექნოლოგიურ დარგში არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, კომპიუტერული ტექნოლოგიების/სისტემებისა და ქსელების ან პროგრამირების სპეციალობით; გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) Esxi-ის სერვერული ოპერაციული სისტემის, ინსტალირება გამართვის განხრით მუშაობის გამოცდილება; ე) ვირტუალურ მანქანების კონფიგურაცია, რეზერვული ასლების შექმნის გამოცდილება; ვ) iSCSI ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემების ცოდნა - Windows Server 2003, 2008, 2008R2; თ) DNS სერვერთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; ი) Active Directory-ის ცოდნა - პოლიტიკის შემუშავება, (group policy management) ჯგუფების და მომხმარებლების მართვა; კ) ფაილების გაცვლის უფლებების კონტროლი და მართვა (NTFS File Permission, Share Permission) მაღალ დონეზე, ფაილსერვერთან მუშაობის გამოცდილება; ლ) VPN - კავშირის ცოდნა და გამოცდილება; მ) Ftp - სერვერთან მუშაობის გამოცდილება; ნ) Microsoft Exchange 2010-ის ინსტალირება გამართვა კლასტერიზაცია, რეზერვული ასლების შექმნა კონტროლი (Microsoft Exchange Servers Clustering, Edge Server, Active Sync, Outlook Anywhere), და მუშაობის გამოცდილება; ო) Microsoft Windows ოპერაციულ სისტემებთან ადმინისტრირების გამოცდილება; პ) საკაბელო მეურნეობის მონტაჟი და პროფილაქტიკა; ჟ) ქსელის ადმინისტრირების (Network Administrator) გამოცდილება; რ) პროგრამის ORIS Manager -ისა და მონაცემთა აღრიცხვის შესაბამისი სისტემების ადმინისტრირება, მონაცემთა არქივაცია-აღდგენა, განახლებების ინსტალაცია; ს) მონაცემთა ბაზების კონსტრუირება და გაძღოლა, სამინისტროსთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფის შექმნა. სამუშაო გარემო: MS SQL Server 2000, MS SQL Server 2005, MS SQL Server 2008 R2, T-SQL. პროგრამირების გარემო: Visual Studio, Delphi; ტ) მონაცემთა ექსპორტ-იმპორტისათვის და რეპორტების შესაქმნელად სასურველია MS Access და MS Excel პროგრამების SQL Server-თან მუშაობის შესაძლებლობების ცოდნა; უ) Acronis snap deploy და acronis vimprotect ინსტალაცია, გრაფიკასთან მუშაობის გამოცდილება. |
| მუხლი 2 |
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება. |
| მუხლი 1 |
ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ბ) იურისტად ან/და საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; დ) სასურველია აგრეთვე ერთი დასავლეთ ევროპული ენის ცოდნა; ე) საოფისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Office Outlook ). |
| მუხლი 2 |
ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (I-VII, VIII-IX თავები); ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1-798 მუხლის ჩათვლით); თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ( I-IV, VI-VII, IX-XIV, XXI-XXXII, XLV-LII თავები); ი) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
|