საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2014
ძალის დაკარგვა 27.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №735
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018355
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 27.04.2015
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №735
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ.თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის:
ა) სახელმწიფო კონტროლი;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამავე დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელის ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი