⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.06.2012)
გაუქმებულია:

ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2007
ძალის დაკარგვა 20.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №166
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.10.003.000.807
გამოქვეყნების წყარო სსმ, 113, 13/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,683 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2007 მიღება
20.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 55.3pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №166 2007 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე: 1. განისაზღვროს ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს ბენეფიციარი მოსახლეობისა და სადაზღვევო ორგანიზაციების ინფორმირება ვაუჩერის პირობების შესახებ. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის მოქმედების ვადასთან დაკავშირებული ხარჯები გაითვალისწინონ „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს დადგენილება განსაზღვრავს ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის დადგენილ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის განხორციელების წესებს, სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულებას, მისი გამოყენების, გადაცემისა და განაღდების საკითხებს, ადგენს სადაზღვევო ვაუჩერის მიმოქცევასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს, არეგულირებს სადაზღვევო ვაუჩერის მიმოქცევასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დადგენილება არ ვრცელდება სხვა სახის ვაუჩერებზე.     მუხლი 2🔗. სადაზღვევო ვაუჩერი 1. სადაზღვევო ვაუჩერი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად. 2. 2007 წელს სადაზღვევო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ ქ. თბილისსა და იმერეთში მცხოვრებ იმ ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 2007 წლის 1 ივლისამდე და რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე. 3. სადაზღვევო ვაუჩერის წარდგენა სადაზღვევო ორგანიზაციაში უთანაბრდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სადაზღვევო შესატანის გადახდას. 4. ვაუჩერების ბეჭდვასა და დარიგებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. 5. ვაუჩერების დაბეჭდვა და დარიგება დასრულდეს 2007 წლის 31 აგვისტომდე.     მუხლი 3🔗. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები 1. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს იმ ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც დაფარავს მზღვეველი: ა) ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც არ იფარება პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით: ა.ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; ა.ბ) ოჯახის ექიმის, ექთნის, ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია და სხვა სახის სამედიცინო მომსახურება ბინაზე, სამედიცინო მომსახურების ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში; ა.გ) . ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები; ბ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მ.შ. გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია; ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები, სადაზღვევო ლიმიტი ერთ დაზღვეულზე წლიური 12 000 ლარი; ბ.გ) თანაგადახდის ხარჯები, რომელიც არ იფარება სტაციონარული მომსახურების სახელმწიფო პროგრამებით; ბ.დ) ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები; სადაზღვევო ლიმიტი 12 000 ლარი; გ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – სადაზღვევო ლიმიტი ერთ დაზღვეულზე 400 ლარი. 2. სამედიცინო დაზღვევის პირობების შესაბამისად, სადაზღვევო ვაუჩერით არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილ სამედიცინო მომსახურებებზე გაწეული ხარჯები: ა) სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით (მათ შორის, მუნიციპალური) დაფარული ხარჯები და მომსახურებები; ბ) თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება; გ) სამედიცინო ჩვენების გარეშე, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა; დ) საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა; ვ) ესთეტიკ ური ქირურგიის, კოსმეტიკ ური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები; თ) შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები; ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ აქტებში, კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად; კ) ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.     მუხლი 4🔗. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები 1. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები არიან: ა) დამზღვევი – დამზღვევი შეიძლება იყოს ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი, ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი. ნდობით აღჭურვილი პირი შეიძლება იყოს ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის მიერ ხელმოწერით დადასტურებული პირი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი; ბ) დაზღვეული – სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის ყველა წევრი, რომელიც დადგნილი წესით რეგისტრირებულია ბაზაში; გ) მზღვეველი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წერილობით დაუდასტურებს, რომ ეთანხმება სადაზღვევო ვაუჩერის წინამდებარე აქტით განსაზღვრულ პირობებს. 2. სადაზღვევო პოლისი არის სადაზღვევო ხელშეკრულებისა და სადაზღვევო სერტიფიკატის ერთობლიობა. სადაზღვევო ხელშეკრულება ფორმდება მზღვეველსა და ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგანელს შორის. სადაზღვევო სერტიფიკატი გაიცემა ბენეფიციარი ოჯახის ყველა რეგისტრირებულ წევრზე ინდივიდუალურად.     მუხლი 5🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისთვის მიკუთვნების წესი 1. სადაზღვევო ვაუჩერის მფლობელს სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის შესარჩევად აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა განსაზღვრული დროის განმავლობაში. 2. ბენეფიციარი ოჯახებისათვის ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგანიზაციების შერჩევისა და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 აგვისტოდან – 31 ოქტომბრამდე პერიოდი. 3. თავისუფალი არჩევანისათვის პერიოდში დამზღვევის მიერ გაფორმებული ოჯახის სადაზღვევო ხელშეკრულება სადაზღვევო ორგანიზაციასთან წარმოადგენს ბენეფიციარი ოჯახის რეგისტრირებული წევრის სამედიცინო დაზღვევის საფუძველს. 4. თავისუფალი არჩევანის პერიოდის გასვლის შემდეგ ბენეფიციარების მზღვე ველებს შორის გადანაწილებას ახორციელებს სააგენტო. გადანაწილება ხდება იგივე პროპორციით, რა პროპორციითაც გადანაწილდა სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის ბენეფიციარი ოჯახები თავისუფალი არჩევანისთვის დაწესებულ პერიოდში. გადანაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. 5. ბენეფიციარი ოჯახი უფლებამოსილია უარი განაცხადოს დაზღვევაზე, თუ არსებობს ოჯახის ყოველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის ნოტარიალურად დადასტურებული თანხმობა. 6. პოლისის ძალაში შესვლიდან 12 კალენდარული თვის შემდეგ დამზღვევს აქვს მზღვევლის შეცვლის და სხვა სადაზღვევო ორგანიზაციასთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების უფლება.     მუხლი 6🔗. ვაუჩერის განაღდება, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ოდენობა და გადახდის წესი 1. ვაუჩერის განაღდებას ახდენს სააგენტო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. 2. ვაუჩერის გასანაღდებლად სადაზღვევო ორგანიზაცია სააგენტოს წარუდგენს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) დაზღვეული ოჯახების სიას ოჯახის საიდენტიფიკაციო ნომრის, ვაუჩერის ნომრის და სადაზღავევო სერტიფიკატის ნომრების მითითებით; საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მოთხოვნით სადაზღვევო ვაუჩერის ორიგინალს; ბ) თითოეულ დაზღვეულზე გადასახდელი სადაზღვევო პრემია გამოითვლება საბაზისო პრემიის შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით. 3. დაზღვეულზე გათვლილი ერთი სტანდარტული სადაზღვევო ყოველთვიური შესატანი (პრემია) განისაზღვროს 7,2 ლარის ოდენობით (საბაზო პრემია). 4. ერთ დაზღვეულზე ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი განისაზღვროს ვაუჩერის სტანდარტული ღირებულებისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით: ა) 0–64 წწ. – 6,92 ლარი (კოეფიციენტი 0,961); ბ) 65 წელი და მეტი – 7.8 ლარი (კოეფიციენტი 1,083); 5. ბენეფიციარი ოჯახის სასარგებლოდ მზღვეველისთვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენს ამ ოჯახის თითოეული წევრისთვის დადგენილი სადაზღვევო შესატანების ჯამს. 6. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ერთ ოჯახზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების ან გარდაცვალების გამო. წლის განმავლობაში დაზღვეულის ასაკის ცვლილების გამო პრემიის ოდენობა არ იცვლება. 7. სააგენტოს მიერ მზღვეველისთვის ყოველი თვის შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება ერთხელ, არა უგვიანეს თვის პირველი 10 სამუშაო დღისა.     მუხლი 7🔗. სადაზღვვო პერიოდი 1. სადაზღვევო ხელშეკრულებები ძალაში შედის ხელმოწერის დღის 24 საათიდან. 2. გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების მინიმალური სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება ერთი წლით. 3. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს სააგენტოს გადაწყვეტილება, როდესაც ოჯახი რაიმე მიზეზით აღარ აკმაყოფილებს ბენეფიციარი ოჯახებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.     მუხლი 8🔗. სადაზღვევო ორგანიზაციების ვალდებულებები 1. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციარების დაზღვევაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან: ა) დაუშვებელია რაიმე მიზეზით ბენეფიციარი ოჯახისათვის დაზღვევაზე უარის თქმა; ბ) დაუშვებელია ბენეფიციარი ოჯახისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა; გ) დაუშვებელია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში რომელიმე ბენეფიციარი ოჯახისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება ან აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმა; დ) დაუშვებელია რაიმე სახის დამატებითი სადაზღვევო შესატანის ან სხვა გადასახადის დაწესება სადაზღვევო ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების გაფორმების, გაგრძელების ან სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში. 2. მზღვეველს არა აქვს უფლება დაზღვეულს შესთავაზოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სადაზღვევო პირობებზე უარესი პირობები. 3. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, ამასთან: ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების კონტრაქტირებისას მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების დაცვა; კერძოდ: ა.ა) ამბულატორიული მომსახურებისათვის საცხოვრებელ ადგილთან არა უმეტეს 20 წუთისა საზოგადოებრივი ტრანსპორტით; ბ) არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერები და შეზღუდვები სამედიცინო მომსახურების მომწოდებლის არჩევაში დაზღვეულის მიერ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების საჭიროების შემთხვევაში; გ) გეგმური მომსახურების მიღებისას მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს; დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება არ უნდა მოიცავდეს ისეთ პირობებს, რომელიც დაზღვეულებისთვის შექმნის ბარიერებს დაზღვევით გათვალისწინებული დროული და ხარისხიანი მომსახურების მიღებისათვის; ე) კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაშიც, როცა მოლოდინის პერიოდის განმავლობაში რაიმე მიზეზით შეწყდა სადაზღვევო ხელშეკრულება. 4. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს თითოეულ დაზღვეულ ოჯახთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება და თითოეული დაზღვეულისათვის გასცეს სადაზღვევო სერტიფიკატი, მიუხედავად მიკუთვნების წესისა. 5. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 6. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია შექმნას დაზღვეულების საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის შიდა პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დაზღვეულის უფლებას შეუფერხებლად დაუკავშირდეს ან შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელს სადაზღვევო, ან სამედიცინო მომსახურებაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. 7. თუ რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაცია რაიმე მიზეზის გამო ვერ ასრულებს დადგე ნილ წესებს ან ვალდებულებებს დაზღვეულების მიმართ, და არსებობს ამის შესახებ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მაშინ დაზღვეულები გადანაწილდებიან იგივე პროპორციით, რა პროპორციითაც არიან გადანაწილებული დანარჩენი დაზღვეულები სხვა კომპანიებს შორის.     მუხლი 9🔗. სადაზღვევო კომპანიების ანგარიშგება სახელმწიფოს წინაშე 1. ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, სადაზღვევო ორგანიზაციამ სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე ცვლილებები დაზღვეულთა სიაში; ბ) ინფორმაცია დაზღვეულებზე ზარალის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბ.ა) დაზღვეულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (თუ აქვს), ოჯახის საინდენტიფიკაციო ნომერი, სადაზღვევო სერტიფიკატის ნომერი; ბ.ბ) რა სამედიცინო მომსახურება ჩაიტარა – დიაგნოზი, სად (მიმწოდებლის დასახელება, მისამართი), როდის (დაწყების და დამთავრების თარიღები); ბ.გ) ზარალის ოდენობა (ლარობით) – მოთხოვნილი თანხა, დაზუსტებული თანხა, უკვე გადახდილი თანხა; ბ.დ) განაცხადები, რომლის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა დაზღვეულს. 2. არა უგვიანეს 2008 წლის 15 ნოემბრისა, ამ ვაუჩერის მეშვეობით დაზღვეული პორტფელის 12 თვის ტექნიკური რეზულტატი. 3. ინფორმაციის წარმოდგენის ფორმატს განსაზღვრავს სააგენტო. 4. ინფორმაციის მიწოდებისას და ფორმატის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.