ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება ძალადაკარგული ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 25.12.2014
ძალის დაკარგვა 27.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 27.06.2023
დოკუმენტის ტექსტი
ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№33
2014 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, მე-20 და 25-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1.
დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი№1).
2.
დამტკიცდეს „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“ (დანართი №2).
3.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილება.
4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრისერგო მესხი