,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. მარნეული |
თავი II. აპარატის სტრუქტურა
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საორგანიზაციო განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება;
საორგანიზაციო განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას
თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას
ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან.
კ)სამდივნო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას.
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას;
გ) სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან/ აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს;
დ) აწარმოებს საკრებულოში ინიცირებული პროექტების ვიზირებას და ადმინისტრაციული აქტების მისაღებად მომზადებული პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, უზრუნველყოფს მის კანონთან შესაბამისობას;
ე ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე გამოდის სასამართლო პროცესზე და წარმოადგენს საკრებულოს ინტერესებს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.12.2014. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.159.016179.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №47, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2662872/