ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №59 |
|
2014 წლის 29 დეკემბერი ქ. თელავი |
მუხლი 11. მერიის სამსახურები
1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
1. ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას;
ბ) ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებას.
2. ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) ქონების მართვის, ეკონომიკიური განვითარების, დაგეგვმისა და სტატისტიკის განყოფილებას;
ბ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას.
3. საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) სამეურნეო, საბიუჯეტო - საგეგმო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას;
ბ) ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილებას;
გ) შესყიდვების განყოფილებას.
4. კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილებას;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილებას.
5. იურიდიული სამსახური;
6. შიდა აუდიტის სამსახური;
7. ზედამხედველობის სამსახური;
8. სამხედრო არღიცხვისა და გაწვევის სამსახური;
9. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც მერის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.
10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნეს განყოფილებები.
|