საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №743
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №743
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა, თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა
1. ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი, რევოლვერი;
ბ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;
გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
დ) ხელის ტყვიამფრქვევი;
ე) ტყვიამფრქვევი;
ვ) შაშხანა;
ზ) სნაიპერული შაშხანა;
თ) ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;
ი) ყუმბარმტყორცნი.
2) საბრძოლო მასალა:
ა) პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა;
ბ) ხელყუმბარა.