ოქმი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2014
ძალაში შესვლა 26.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №24/74
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016303
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
matsne.gov.ge 1,643 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2014 მიღება
26.12.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით   ირაკლი გვარამაძე შემოსავლების სამსახურის უფროსი 94% 16.03.2014 „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 07.03.2025 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერა)   გიორგი თაბუაშვილი შემოსავლების სამსახურის უფროსი 92% 04.11.2016 შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 15.04.1994 საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 25.04.2005

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქმი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, სურთ რა შეცვალონ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმება (შემდგომში “შეთანხმება”) და მასთან დაკავშირებული ამავე თარიღის ოქმი (შემდგომში “2006 წლის 1 ივნისის ოქმი”) საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის გაფართოებისა და გადასახადების აკრეფაში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:  მუხლი 1🔗 შეთანხმების 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26🔗 ინფორმაციის გაცვლა 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან აღსრულების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი ერთ-ერთი მიწის ან ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის  გადასახადთან მიმართებაში, თუ ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადასახადების დარიცხვა ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სამართლებრივი დევნა, ამ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სასამართლოს გადაწყვეტილებების მიღების დროს. 3.  ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ უნდა იქნეს  გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება: a)   ინფორმაციის მიწოდების მიზნით გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას; b)  მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით; c)   მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს  ნებისმიერი  სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკის უსაფრთხოებას (საზოგადოებრივ წესრიგს). 4.   თუ ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო იღებს მის ხელთ არსებულ ზომებს მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე ვრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს  ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის. 5.  მე-3 პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა  ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან. მუხლი 2🔗 26-ე მუხლის შემდეგ შეთანხმებას დაემატოს შემდეგი ახალი მუხლი: „მუხლი 26🔗 (a) ადმინისტრაციული დახმარება გადასახადების ამოღებაში 1.  ხელშემკვრელი სახელმწიფოები საგადასახადო მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს ადმინისტრაციულ დახმარებას. ამგვარი ადმინისტარაციული  დახმარება არ შემოიფარგლება ამ შეთანხმების პირველი და მე-2 მუხლებით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების გზით დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენება. 2.  ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი “საგადასახადო მოთხოვნა“ ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი ერთ-ერთი მიწის ან ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადთან დაკავშირებულ საგადასახადო  ვალდებულებას, თუ ასეთი დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმების დებულებებთან ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე, როგორც აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებულ პროცენტს, ადმინისტრაციულ ჯარიმას და მისი ამოღების ან უზრუნველყოფის დროს გაწეულ ხარჯებს.  3. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესრულებას და ეკისრება პირს, რომელიც ამ მომენტისათვის ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი, ხელი შეუშალოს მის შესრულებას, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით მისი შესრულების მიზნით  აღიარებული იქნება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული იქნება მისი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება მისი საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და ამოღების დროს, თითქოს იგი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას. 4. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია, საგადასახადო მოთხოვნის მიმართ განახორციელოს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიიღება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაატარებს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებებს ისე, თითქოს ის წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამგვარი ღონისძიებების გატარებისას გადასახადების ამოღება შეუძლებელია, ან თუ ის ეკისრება პირს, რომელიც უფლებამოსილია, ხელი შეუშალოს მის შესრულებას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებისათვის აღიარებულ საგადასახადო მოთხოვნაზე არ ვრცელდება ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები ან ამ საგადასახადო მოთხოვნას ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით მისი ხასიათიდან გამომდინარე არ მიენიჭება რაიმე პრიორიტეტი. გარდა ამისა, მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგადასახადო მოთხოვნას არ ენიჭება არავითარი პრიორიტეტი, რომელიც მას მიენიჭებოდა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. 6. სამართლებრივი პროცედურები ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის არსებობასთან, ნამდვილობასთან და მის მოცულობასთან დაკავშირებით არ შეიძლება წარმოებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ უწყებებში. 7. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით წარადგენს საგადასახადო მოთხოვნას და მანამდე, სანამ მეორე მხარე ამოიღებს და გადაურიცხავს პირველად ხსენებულ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის თანხას a) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ წარმოადგენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესრულებას და ეკისრება პირს, რომელსაც შესრულების მომენტისათვის არ შეუძლია, ხელი შეუშალოს მის შესრულებას, ან b)  ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ წარმოადგენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომლის მიმართ ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია განახორციელოს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებები, პირველად ხსენებული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ფაქტის შესახებ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და პირველად ხსენებული სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს ან დროებით აჩერებს მოთხოვნის შესრულებას. 8. ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია a)   გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ერთ ან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობასთან ან ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან; b)  გაატაროს ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს); c)  გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ აქვს ამოწურული მისი კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით გათვალისწინებული ამოღების ან შესრულების ყველა შესაძლო ღონისძიება; d) გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯები აშკარად არათანაზომიერია მეორე სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის მიმართ. მუხლი 3🔗 2006 წლის 1 ივნისის ოქმის მე-5 პუნქტი, რომელიც ეხება შეთანხმების 26-ე მუხლს, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თუ, 26-ე მუხლის შესაბამისად ხორციელდება ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა, მაშინ დამატებით მოქმედებს შემდეგი დებულებები: a)      მიმღები დაწესებულების მიერ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მითითებული მიზნებისა და მის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. b)      26-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად შესაძლებელია ინფორმაციის გამოყენება სხვა მიზნებისთვისაც, თუკი მისი გამოყენება ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართულია ამ სხვა მიზნებისათვის და თუკი არსებობს ინფორმაციის გამცემი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თანხმობა მის ამგვარ გამოყენებაზე. ინფორმაციის გამცემი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე ინფორმაციის სხვა მიზნებისათვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია გადაუდებელ შემთხვევებში პირის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის ან თავისუფლების ან მნიშვნელოვანი ქონებრივი ფასეულობების უშუალო საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისადმი დაუყოვნებლივი მიმართვა მიზნის შეცვლის შემდგომი ნებართვის მიღების თხოვნით.  ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაუშვებელია ინფორმაციის შემდგომი გამოყენება სხვა მიზნებისათვის; ინფორმაციის სხვა მიზნებისათვის გამოყენების შედეგად დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. c)      ინფორმაციის წარმდგენი დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს გაცემული ინფორმაციის სისწორე და მისი სავარაუდო საჭიროება 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, აგრეთვე ამ ინფორმაციის შესაბამისობა იმ მიზნებთან მიმართებაში, რომლებისთვისაც ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ინფორმაცია მიიჩნევა სავარაუდოდ საჭიროდ, თუ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ მეორე სახელმწიფოს გააჩნია დაბეგვრის უფლება და არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უკვე ცნობილია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის ან რომ ამ ინფორმაციის გადაცემის გარეშე დაბეგვრის ობიექტი არ გახდება ცნობილი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის. თუ ირკვევა, რომ მიწოდებული იქნა არასწორი ან ისეთი მონაცემები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა გადაცემას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღებ დაწესებულებას. ის ვალდებულია შეასწოროს ან გაანადგუროს ეს მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების გადაცემა განხორციელდა მოთხოვნის გარეშე, მიმღები დაწესებულება დაუყოვნებლივ ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება ის მიზნებს, რომლისათვის განხორციელდა მათი გადაცემა; მონაცემები, რომლებიც არ არის საჭირო, დაუყოვნებლივ განადგურდება მიმღები დაწესებულების მიერ; d)      შესაბამისი ინფორმაციის იმ პირისათვის გადაცემის მიზნით, რომელსაც ეხება ინფორმაცია, კონკრეტულ შემთხვევაში მიმღები დაწესებულება მოთხოვნის საფუძველზე აცნობებს ინფორმაციის მიმწოდებელ დაწესებულებას, ამ ინფორმაციის გამოყენებისა და მისი მეშვეობით მიღებული შედეგების შესახებ;  e)      იმ პირს, რომელსაც ეხება ინფორმაცია, მიმღები უწყება აცნობებს მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ინფორმაციის მოგროვების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემები გაიცა მოთხოვნის გარეშე. ინფორმაციის მიწოდება არ არის აუცილებელი, თუ შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს ინტერესი, უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე, გადაწონის ხსენებული პირის ინტერესს ინფორმაციის მიღებაზე; f)       იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ეხება ინფორმაცია, მასზე გაიცემა ინფორმაცია მასთან დაკავშირებული მონაცემების გადაცემისა და მათი გამოყენების სავარაუდო მიზნების შესახებ. “e” პუნქტის მეორე წინადადების დებულება ძალაშია ამ შემთხვევაშიც. g)      თუ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში, მონაცემთა გაცვლისას პირს მართლსაწინააღმდეგოდ მიადგა ზარალი, პასუხისმგებლობა მის წინაშე ეკისრება მიმღებ დაწესებულებას მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მას არ შეუძლია დაზარალებულის წინაშე თავი იმართლოს იმ ფაქტზე მითითებით, რომ ზარალი მიყენებულ იქნა ინფორმაციის გამცემი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ; h)      ინფორმაციის მიმწოდებელი და მიმღები დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დოკუმენტურად ასახონ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და მიღება; i)       თუ ინფორმაციის წარმდგენი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ითვალისწინებს ფიზიკური პირის შესახებ მიწოდებული მონაცემების განადგურების განსაკუთრებულ წესს, ამ შემთხვევაში მიმწოდებელი დაწესებულება მიუთითებს ამის შესახებ მიმღებს. მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირებს, ყველა შემთხვევაში ექვემდებარება განადგურებას, თუ იგი აღარ არის საჭირო იმ მიზნებისათვის, რომლებისთვისაც მოხდა მისი გადაცემა; j)       ინფორმაციის მიმწოდებელი და მიმღები დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაიცვან ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გადაცემული მონაცემები და არ დაუშვან მათზე წვდომა, მათი შეცვლა ან გამხელა იმ პირებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ამის უფლება.”. მუხლი 4🔗 1.  წინამდებარე ოქმი ექვემდებარება რატიფიცირებას; სარატიფიკაციო სიგელები გაიცვლება ......................... შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში. 2.  წინამდებარე ოქმი ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღეს და ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი დებულებები იმოქმედებს ოქმის ძალაში შესვლის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან. შესრულებულია ქ. ............., 201.... წლის ........................ ორ-ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. გერმანული და ქართული ტექსტების განსხვავებული ინტერპრეტირების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.          საქართველოს                             გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის              სახელით                                                     სახელით          (ხელმოწერილია)                                                                 (ხელმოწერილია).