სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №419
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016704
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური | ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.02.2009
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი 18.12.2009
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი საქართველოს კანონი „სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების შესახებ, რომელთა აღრიცხვა/ხარჯვა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტ"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების
შესახებ უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№419
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ჩ” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი” (დანართი №1) და „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ფორმა” (დანართი №2).
2.
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №436 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
დანართი №1
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს წესი განსაზღვრავს სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზებულ გრანტებზე.
2.
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
უწყებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციები;
ბ)
მიზნობრივი დაფინანსება – საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული მიზნებისათვის მიღებული დაფინანსება, ასევე კონკრეტული მიზნობრიობით უწყების მიერ მიღებული მიზნობრივი დაფინანსება, რომელიც საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით არ კლასიფიცირდება როგორც გრანტი;
გ)
მონეტიზებული გრანტი – სამინისტროებისა და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
3.
ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებულ გრანტებზე, რომლებიც ასახულია შესაბამისი წლის დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 2🔗.
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა
1.
ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში - ელექტრონული ბაზა).
2.
ელექტრონულ ბაზაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა)
ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს და/ან უწყების დასახელება;
ბ)
ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს ან/და უწყების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;
გ)
საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ)
ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი) და მოქმედების ვადა;
ე)
ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა;
ვ)
ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება.
3.
ელექტრონულ ბაზაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4.
სამინისტროებისა და უწყებებისათვის მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების დამტკიცება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ცნობით (შემდგომში – ცნობა), ელექტრონულ ბაზაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.
5.
ცნობით დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია თანხების ჩამორიცხვის და კონვერტაციის შესახებ და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შევსებული ფორმა ერთ ეგზემპლარად, ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ცნობით დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობითი ფორმით ატყობინებს შესაბამის სამინისტროს ან უწყებას.
6.
ცნობის დადასტურება ხორციელდება ელექტრონულად, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ. ცნობას ენიჭება ნომერი და თარიღი.
7.
წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხის მოცულობის მიხედვით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” მე-40 მუხლისა და დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე, შესაძლოა დაზუსტდეს წლიური საბიუჯეტო კანონი.
8.
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე 302009941.
9.
ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი რჩება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და მისი ცნობით დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა აისახოს შესაბამის წლიურ საბიუჯეტო კანონში ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
10.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.
11.
სახაზინო სამსახური ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე, სახაზინო სამსახურში არსებული ინფორმაციის და ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას, თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
12.
ამ წესის საფუძველზე აღრიცხული, სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული შემოსავლები და გაწეული გადასახდელები აისახება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებაში.
მუხლი 3🔗.
ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განკარგვა
1.
სახაზინო სამსახურისათვის ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში თანხების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ელექტრონულად დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე, გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განმკარგავისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში გაწერილი გეგმები.
2.
ცნობაში ფულადი გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება გაიწერება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით, ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ, ხარჯთაღრიცხვის ფორმით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
3.
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებიდან გამომდინარე, დონორისთვის ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების უკან დაბრუნების აუცილებლობის შემთხვევაში, მისმა განმკარგავმა უნდა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის ფორმა, რომელშიც შესაბამისი მოცულობის თანხა გათვალისწინებული იქნება ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „გრანტების“ მუხლში და მოთხოვნის ცნობით დადასტურების შემდგომ განახორციელოს თანხების გადარიცხვა დონორის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
4.
წლის განმავლობაში საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილების ან/და ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ახალი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, შესაძლებელია ცნობით დადასტურებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ურთიერთგადანაწილება.
5.
ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხარჯვა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.