„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-295 |
|
2014 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში (ვებგვერდი 111229084, 03.01.2012წ. სარეგისტრაციო კოდი N480040000.22.030.016036) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების: |
ა)
პირველი პუნქტის ,,დ“ ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი (დანართი N4), ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №5) და ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით“ (დანართი N6) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით; |
ბ)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.9 ლარი და 1 ევრო – 2.4 ლარი.“; |
გ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას ან მივლინებიდან გამოწვევის დროს უკან დაბრუნებისას მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება მგზავრობის დროისთვის არსებული „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას, თუ ამავდროულად მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი მგზავრობს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ უნაზრაურდებათ მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული მგზავრობის ხარჯი.“; |
დ)
მე-61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გრძელვადიან მივლინებაში მყოფი მოსამსახურის მოკლევადიანი მივლინებით გამგზავრებისას, წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, უნაზღაურდება ადგილსამყოფელ ქვეყანაში ან მოკლევადიანი მივლინებით გასამგზავრებელ ქვეყანაში ბინადრობისას ან შესვლისას სავალდებულო აცრებთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებით ფაქტიურად გაწეული ხარჯები.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N4
ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი
დანართი N5 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით
დანართი N6 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით
|