სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება N02-1863/ო- სამედიცინო სამქიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს
უფროსის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1863/ო
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ (დანართი №1) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს „უნიმედი აჭარაზე” (ფაქტიური მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №125) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „უნიმედი აჭარას” დირექტორის ლაშა მდივანის განცხადებები: №116053, 21.11.2014 წ; N117035, 25.11.2014წ.; ადგილზე შემოწმების აქტი №121, 23.12.2014 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი N16, 29.12.2014 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე