„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №427 |
|
2014 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2008წ. N61, მუხ. 698) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
1 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმებით მოხდეს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების და ამავე ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2014 წლის წლიური ბუღალტრული ანგარიშგება, 2014 წლის ბუღალტრული მონაცემების საფუძველზე; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების და ამავე ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ პერიოდული - 1 აპრილის, 1 ივლისის, 1 ოქტომბრის მდგომარეობით და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება.“. |
2.
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად ბუღალტრული ანგარიშგება წარუდგინონ: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მარტისა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა თავიანთ ზემდგომ ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში; ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა - ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა - შესაბამის ზემდგომ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“. |
3.
2 1, მე-3 და 3 1 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
4.
„ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ - ბალანსის დანართი ფორმა N3“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
5.
„ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ - ბალანსის დანართი ფორმა N5“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 31.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №427. სარეგისტრაციო კოდი — 340010010.22.033.016711.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №427, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 340010010.22.033.016711 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2666772/