„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №757 |
|
2014 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკისა და მისი პრიორიტეტების შემუშავება, საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება, სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა, მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი და სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულების კონტროლს და საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, სამინისტროს სისტემის ფინანსურ უზრუნველყოფას, სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვას და ფორმირებას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსებას და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფას, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას, განხორციელებას და კონტროლს, სამინისტროს სისტემის ფინანსური წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და დასამტკიცებლად წარდგენას, სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვასა და კონტროლს, დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ორგანიზებას და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას;“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა და კავშირურთიერთობის განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;“.
4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ქ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ქ) მინისტრის სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანაა მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №757. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.018377.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №757, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018377 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2667572/