⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.02.2015)
გაუქმებულია:

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 28.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №755
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
matsne.gov.ge 4,387 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
28.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები
2 სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა
3 რეციკლირების მანქანის საჭრისები, საჭრისის ბუდეები, საჭრისის ბუდის ძირები და საჭრისის ბუდეების სამაგრები
4 რაციები, ტელესაკომუნიკაციო აპარატურა და მოწყობილობა -დანადგარები
5 ოპტიკური ხელსაწყოები
6 გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები
7 სხვადასხვა მასალის მილები
8 გრეიდერის სათადარიგო ნაწილები
9 „ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილები
10 „კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილები
11 ავტომანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილები
12 სპეც. სამშენებლო ტექნიკა
13 სამეურნეო და საკანცელარიო საქონელი
14 ქვის სამსხვრევი საამქროს მალცვეთადი ნაწილები
15 ქვის სამსხვრევი საამქროს სათადარიგო ნაწილები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №755 2014 წლის 31 დეკემბერი ქ.თბილისი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადით, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.  3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ სამუშაოებისა და ამ წესის №1 დანართით გაუთვალისწინებელი საქონლისა და მომსახურების  შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.  4. ამ წესის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე, სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 5. ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული თითოეული სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“;  გ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის, ტერმინი – მომსახურება მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს; ვ) ერთ პირთან მოლაპარაკება – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისას, გამარტივებული შესყიდვის საშუალება;  ზ) პირობათა გამოკითხვა – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება; თ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;  ი) ელექტრონული ტენდერი„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება; კ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას; ლ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად; მ) კომისია – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისია;  ნ) სტრუქტურული ერთეული - შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“  სასაწყობო მეურნეობები, ქარხნები, წარმოებები, საქმიანი ეზოები და სხვა. მუხლი 3🔗. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები  შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა შერჩევა; ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ამ წესის შესაბამისად განხორციელებულ/განსახორციელებელ შესყიდვებზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები. მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები  1. შესყიდვის საშუალებებია: ა) ერთ პირთან მოლაპარაკება; ბ) პირობათა გამოკითხვა; გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი; დ) ელექტრონული ტენდერი. 2. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:  ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული თითოეული სახის საქონლის ან მომსახურების ღირებულება 1 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვისას, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას; დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება; ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას; ვ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ ამგვარი გადაწყვეტილება გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით ან/და გამართლებულია დროის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით. 4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია. 5. შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და/ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. 6. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებებით შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უჯამდება ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდული ან/და შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას, თუ: ა) შესყიდვა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებით;  ბ) შესყიდვა ხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის სხვადასხვა სამშენებლო პროექტისა და სტრუქტურული ერთეულის საჭიროებისთვის; გ) შესყიდვა გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით; დ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. მუხლი 6🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორი, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. 2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები. 3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება, მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 7🔗. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ 1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას, კომისია, შემსყიდველი ორგანიზაციის  სახელით, პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში, პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს საინფორმაციო საშუალებებში.  2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იყოს: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები; ბ) შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას, შემსყიდველმა ორგანიზაციამ  გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად, გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე, სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით; გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები; დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა; ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში; ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი. 3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია. 4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე, მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია. 5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. მუხლი 8🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს კომისია. მუხლი 9🔗. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია 1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე. 2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის; ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა); გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;  დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას; ე) შეფასების კრიტერიუმებს. მუხლი 10🔗. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი 1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.   2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება. 3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში. 4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ: ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში; ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას. 5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში, მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი (დაზუსტებული) წარდგენა.  6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში, კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება. 7. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა. 8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.  9. წინადადების შეფასებისას, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:  ა) წინადადების ღირებულება; ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები; გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები; დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები. 10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის, ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით. 11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად. 12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა. 13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები. მუხლი 11🔗. პირობათა გამოკითხვისას, ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები  1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე და დროს.   2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დოკუმენტაციაში არ მიუთითოს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე, დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს. 3. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. 4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, ძალაში რჩება და ფიქსირდება პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების პირვანდელი ფასი. 5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს, კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით. 6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი. 7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს. 8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი. 9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 12🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ შორის იდება ხელშეკრულება. 2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღების თაობაზე, ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა. მუხლი 13🔗. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:  ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება; ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მოთხოვნებს; გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ფინანსურ შესაძლებლობებს.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა, ან კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.  მუხლი 14🔗. ხელახალი პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ, კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა. მუხლი 15🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესყიდვის საერთო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს. 3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი. 4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) და მისი ოდენობა აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. შესყიდვის განხორციელებისას, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორება ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის გარეშე, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს.  7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 1%-იდან 5%-მდე ოდენობით.  8. ობიექტური პირობების არსებობისას, კომისიის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შეიძლება არ იქნეს მოთხოვნილი. 9. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.  მუხლი 16🔗. ანგარიშის წარდგენა 1. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.   2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 და №3 დანართების შესაბამისად. დანართი №1 შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი საქონელი 1 სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები 2 სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა 3 რეციკლირების მანქანის საჭრისები, საჭრისის ბუდეები, საჭრისის ბუდის ძირები და საჭრისის ბუდეების სამაგრები 4 რაციები, ტელესაკომუნიკაციო აპარატურა და მოწყობილობა -დანადგარები 5 ოპტიკური ხელსაწყოები 6 გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები 7 სხვადასხვა მასალის მილები 8 გრეიდერის სათადარიგო ნაწილები 9 „ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილები 10 „კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილები 11 ავტომანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილები 12 სპეც. სამშენებლო ტექნიკა 13 სამეურნეო და საკანცელარიო საქონელი 14 ქვის სამსხვრევი საამქროს მალცვეთადი ნაწილები 15 ქვის სამსხვრევი საამქროს სათადარიგო ნაწილები 16 ქვის სამსხვრევის ელ. ნაწილები და აგრეგატები 17 სამსხვრევის ყბები 18 ქვის სამსხვრების ბადეები 19 ტრანსპორტიორის ლენტები 20 ბეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები 21 ბეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები 22 ბეტონის ქარხნის ელ. ნაწილები და აგრეგატები 23 ბიტუმი 24 ბიტუმის ემულსია 25 ბიტუმის მასტიკა და სხვა სპეციალური დანიშნულების ნავთობპროდუქტები 26 სამშენებლო მასალები 27 გენერატორები 28 ღორღი და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალები 29 სპეც. ზეთები და საცხებ-საპოხი მასალები 30 დიზელის საწვავი 31 ბენზინი 32 საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები 33 გამაფრთხილებელი ნიშნები 34 არმირებული გრუნტის ელემენტები 35 სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარი 36 ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები 37 თხევადი გაზი 38 ბეტონის ქარხანა 39 მუშებისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი ვაგონები 40 სასაწყობე ვაგონები 41 ელექტრონული აღრიცხვის სისტემები 42 სარქველები 43 ურდულები 44 კონსტრუქციული მასალები 45 ქვიშა-ხრეშის ნარევი 46 საბეტონე მასალა 47 ყვითელი ქვიშა 48 პემზა 49 კიბეები 50 კიბის საფეხურები 51 ბეტონის ჭები 52 პოლიეთილენის ჭები 53 ლიუკებისა და ჭების ელემენტები 54 ლიუკებისა და ჭების სახურავები 55 საკეტიანი კაბინები და კარადები 56 ლამპიონები 57 გარე განათება 58 განათების სისტემები 59 ბეტონისა და ქვის ფილები 60 მოზაიკური ფილები 61 ბუნებრივი ქვის ფილები 62 კედლისა და იატაკის კერამიკული ფილები 63 საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი პროგრამების პაკეტის ჩათვლით 64 ლამინატისა და ხის პლინტუსები 65 ხის პარკეტი 66 სხვადასხვა დანიშნულების ავეჯი და აქსესუარები 67 ლამინირებული პარკეტი 68 ლინოლეუმი 69 კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა) 70 ხის და მონათესავე მასალის კარ-ფანჯრები 71 მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები 72 მეტალის კარ-ფანჯრები 73 მინა, მინა პაკეტი 74 ქლორვინილის ქაფი 75 ხის კოჭები 76 გადასახური მასალები 77 მეტალოკრამიტი 78 ფურცლოვანი თუნუქი 79 პოლიკარბონატი 80 წყალშემკრები ძაბრები 81 სანტექნიკური მასალები 82 პოლიმერული მასალის წყალსადენის მილები 83 პოლიეთილენის მუხლები 84 პოლიეთილენის სამკაპები 85 პოლიეთილენის რედუქტორები 86 პოლიეთილენის ადაპტორები 87 პოლიეთილენ ფოლადის გადამყვანები 88 პოლიეთილენ თუჯის გადამყვანები 89 პოლიეთილენის ე/შ ქუროები 90 პოლიეთილენის ე/შ უნაგირები 91 პოლიეთილენის ჯვარედინები 92 სახანძრო ჰიდრანტები 93 თუჯის შიბერული ურდულები 94 ჭედადი თუჯის ურდულები 95 თუჯის სოლისებრი ურდულები 96 თუჯის დროსირებული ურდულები 97 თუჯის საჰაერო ურდულები 98 ვენტილები (ხრახნიანი) 99 რკინის ფლანეცები 100 შესადუღებელი აპარატები 101 ელექტროდები 102 ფოლადის დემონტირებადი ქუროები 103 ლითონის მილები 104 ლითონის კვადრატული მილები 105 ლითონის კუთხოვანა 106 შველერები 107 კონდიცირებისა და სავენტილაციო სისტემის მასალები და დანადგარები 108 კანალიზაციისა და ვენტილაციის პლასტმასის მილები 109 კანალიზაციის მასალები 110 თბოიზოლაციის მასალები 111 ჰიდრო და თბოსაიზოლაციო მასალები 112 ელექტრო, გაზისა და წყლის მრიცხველები 113 წყალსადენის მასალები 114 უნიტაზები 115 პირსაბანი ნიჟარები 116 საშხაპის ქვესადგამები 117 ონკანები 118 სანათები, ნათურები, ჭაღები 119 ელექტრო ფურნიტურა 120 ელექტრო კაბელები 121 სამონტაჟო მასალები 122 ელექტრო სამონტაჟო მასალები 123 ელექტრო გამანაწილებელი ფარები 124 წყალემულსიის საღებავები 125 ზეთოვანი საღებავები 126 ფასადის საღებავები 127 საფითხნი მასალა („შპაკლი“),  შპალერი და სხვა საფარი 128 თაბაშირ-მუყაოს ფილები 129 თაბაშირ-მუყაოს ნესტგამძლე ფილები 130 პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები,  ამსტრონგის ფილები 131 სამსხმელო ყალიბები/ფორმები 132 ხარაჩოები 133 ხისა და მონათესავე პროდუქტის საყალიბე მასალა 134 ხის მასალა 135 ლურსმნები 136 გაზქურები, გაზისა და დენის გამათბობლები 137 წყლის გამაცხელებლები 138 მყარი საწვავი 139 ქიმიური პროდუქტები 140 ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბალახის თესლი 141 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები და ნერგები 142 მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები 143 საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი 144 თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები 145 არმატურა დ=6მმ 146 არმატურა დ=8მმ 147 არმატურა დ=10მმ 148 არმატურა დ=12მმ 149 არმატურა დ=14მმ 150 არმატურა დ=16მმ 151 არმატურა დ=18მმ 152 არმატურა დ=20მმ 153 არმატურა დ=22მმ 154 არმატურა დ=25მმ 155 არმატურა დ=28მმ 156 არმატურა დ=32მმ 157 არმატურა დ=36მმ 158 არმატურა დ=40მმ 159 სპეცარმატურა 160 არმატურის საჭრელები და საღუნები 161 მავთული შესაკრავი 162 მავთული შედუღების 163 გლინულა დ=2-6მმ 164 გლინულა დ=6-12მმ 165 ორტესებრი ძელები №10-18 166 ორტესებრი ძელები №20-36 167 შველერები 168 კუთხოვანა 20X20X2,5-დან 45X45X5-მდე 169 კუთხოვანა 50X50X3-დან 100X100X10-მდე 170 კვადრატი 6X6-დან 16X16-მდე 171 კვადრატი 18X18-დან 32X32-მდე 172 შიფერი თუნუქის მოთუთიებული 173 მეტალოპროფილი 174 მეტალოპროფილი გალვანიზებული 175 პენოპლასტირი 176 მეტალოფურცელი, მეტალოკრამიტი 177 პარაგრიტები 178 ტერამიშები 179 გაბიონები 180 ბიომატერია 181 გეოტექსტილი 182 რენოს მატრასები 183 სპილენძის რგოლები, სტეპლერები 184 თუნუქი ფურცლოვანი 0,5მმ-დან 0,8მმ-დე 185 თუნუქი ფურცლოვანი 1,0მმ-დან-1,4მმ-მდე 186 ზოლოვანა 18X3-დან 50X3-მდე 187 ზოლოვანა 50X4-დან 100X10-მდე 188 შავი ლითონის კონსტრუქციები 189 ბადეები წყობის, უჯრედის 190 მოაჯირის ბადეები, მოაჯირის ელემენტები 191 ბადეები, ეკალმავთული 192 თოკები, ტროსები, საჭიმები 193 გისოსები სხვადასხვა ფორმის 194 ლითონის ვიტრაჟები 195 მდფ-კარები 196 ავტოფარეხის კარები 197 გოფრირებული კარები 198 ფარდა-ჟალუზები 199 სხვადასხვა მასალისა და დანიშნულების კარები 200 სპეციალური დანიშნულების კარები 201 სვეტების კონსტრუქციები,  ფერმის კონსტრუქციები, რიგელების კონსტრუქციები 202 განათების ანძები რადიორელეური 203 ფოლადის მილები დ=15მმ 204 ფოლადის მილები დ=20მმ 205 ფოლადის მილები დ=25მმ 206 ფოლადის მილები დ=32მმ 207 ფოლადის მილები დ=40მმ 208 ფოლადის მილები დ=50მმ 209 ფოლადის მილები დ=57მმ 210 ფოლადის მილები დ=65მმ 211 ფოლადის მილები დ=80მმ 212 ფოლადის მილები დ=90მმ 213 ფოლადის მილები დ=100მმ 214 ფოლადის მილები დ=100-150მმ 215 ფოლადის მილები დ=150-250მმ 216 ფოლადის მილები დ=250-500მმ 217 ფოლადის მილები დ=500მმ და ზევით 218 ფოლადის ელექტროშედუღებადი მილები 219 მაგისტრალური ნავთობსადების მილები 220 კერამიკული მილები, თუჯის მილები 221 პოლივინილპლასტის მილები 222 კანალიზაციის გოფრირებული მილები 223 გოფრირებული მილები 224 ფერადი ლითონები, ფერადი ლითონის ნაკეთობები 225 ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონის ნაკეთობები 226 აგური თიხის, კერამიკული 227 აგური თიხის, კერამიკული ორმაგი 228 აგური თიხის, მოსაპირკეთებელი 229 აგური თიხის, ფასადის 230 თიხის სატიხრე კერამიკული ბლოკი 231 აგური სილიკატური 232 ბეტონის ბლოკი წერტილოვანი საფუძვლის 233 ბეტონის ბლოკი საძირკვლის 234 ბეტონის ბლოკი ზეძირკვლის 235 ბლოკი მცირე ზომის 236 ტიხრის ბლოკი 237 ბეტონის სასარტყლე ბლოკი 238 ფასადის მოსაპირკეთებელი ბლოკი 239 ბეტონის წყლის სანიაღვრე ფილა 240 რკინაბეტონის მილები 241 ტეტრაპოდები 242 რკინაბეტონის ნაკეთობები 243 რკინაბეტონის ხიმინჯები L=6,5-9მ-მდე 244 რკინაბეტონის ხიმინჯები L=9მ-მეტი 245 რკინაბეტონის ზღუდარი 246 რკინაბეტონის გადახურვის ფილები 247 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-50, მ-75 (B-7) 248 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-100, (B-7,5) 249 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-150, (B-11) 250 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-200, (B-15) 251 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-250, (B-18,5) 252 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-270, (B-20) 253 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-300, (B-22,5) 254 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-327, (B-25) 255 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-400, (B-30) 256 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-460, (B-35) 257 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-521, (B-40) 258 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-50, მ-75 259 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-100 260 სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-200 261 სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-50 262 სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-75 263 სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-100 264 სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-100 (B-7,5) 265 სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-150 (B-11) 266 სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-200 (B-15) 267 სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-270 (B-20) 268 სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-300 (B-22,5) 269 სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-320 (B-25) 270 ცემენტი მ-300 271 ცემენტი მ-400 272 ცემენტი მ-500 273 ცემენტი მ-300 (ნაყარი) 274 ცემენტი მ-400 (ნაყარი) 275 ცემენტი მ-500 (ნაყარი) 276 სულფატომედეგი ცემენტი 277 დეკორატიული  ცემენტი 278 ჰიდროსაიზოლაციო ცემენტი 279 ცემენტის მზა ნარევი ჭიმის მოსაწყობათ 280 ბეტონის ანტიფრიზი 281 ცარცი, გაჯი 282 საბურულე მასალები 283 წიდა 284 სახიდე გადასასვლელები 285 სახიდე გადასასვლელების ელემენტები 286 ხსნარი წყობის 287 ხსნარი მოსაპირკეთებელი 288 ასფალტობეტონი მსხვილმარცვლოვანი 289 ასფალტობეტონი საშუალომარცვლოვანი 290 ასფალტობეტონი წვრილმარცვლოვანი 291 ასფალტობეტონი ტროტუარის 292 ფილერი 293 სამშენებლო ქიმია 294 სენდვიჩ პანელები 295 სენდვიჩ გადახურვა 296 რადიატორები 297 გათბობის ქვაბები 298 სანთურები 299 კოლექტორები 300 სამაცივრო დანადგარები 301 ლიფტები 302 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და აქსესუარები 303 ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები, თოკები 304 ავტობიტუმმზიდები 305 ავტოცემენტმზიდები 306 შასი თვითმავალი 307 კოშკურა ამწეები 308 ჯოჯგინა ამწეები 309 ამწეები საავტომობილო სვლაზე 310 ამწეები მუხლუხა სვლაზე 311 ჯალამბარები 312 სასწორები 313 კონვეიერი ლენტური 314 გრეიდერები მცირე სიმძლავრის 315 გრეიდერები საშუალო სიმძლავრის 316 გრეიდერები მაღალი სიმძლავრის 317 კომპრესორი მოძრავი 318 კომპრესორი თვითმოძრავი 319 ექსკავატორი ერთციცხვიანი 0,25-1 კუბ.მ 320 ექსკავატორი ერთციცხვიანი 1-2,5 კუბ.მ 321 ექსკავატორი კოდალა 322 ქანმგრევი მექანიზმები 323 მუხლუხა ექსკავატორი 324 პნევმატურთვლებიანი ექსკავატორი 325 ბულდოზერები 37-79 კვტ 326 ბულდოზერები 96-228 კვტ 327 ბულდოზერ-გამფხვიერებლები 328 ორმოსმთხრელი მანქანები 329 ბეტონმრევები 330 ბეტონის ტუმბოები 331 ავტოგუდრონატორები 332 სატკეპნი ვიბრაციული 333 სატკეპნი გლუვი 334 სატკეპნი თვითმავალი პნევმოსვლაზე 335 ქვაბი ბიტუმის მოძრავი 336 მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანა 337 ასფალტობეტონის დამგები 338 ხიმინჯის აგრეგატები 339 საბურღი აგრეგატები 340 საველე მილშესადუღებელი ბაზა 341 ბიტუმსადნობი აგრეგატები 342 ანკერების ჩასახრახნი მანქანა 343 დასაწნეხი აგრეგატები 344 ავტობეტონმრევი 345 ავტოთვითმცლელები 12-27ტ 346 ავტოთვითმცლელები 40-180 ტ 347 სანგრევი ჩაქუჩები 348 ავტომობილები ბორტიანი 349 ავტოთვითსაცლელი 350 საწევარი-ტრაილერები 351 ელექტრომოწყობილობები ძრავებისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის 352 განათების არმატურა, განათების სისტემები 353 სპეციალური დანიშნულების ელექტროკაბელები 354 ელექტრო მოწყობილობები და აპარატურა 355 წყლის ტუმბოები 356 სამედიცინო ყუთები, მედიკამენტები, პირველადი დახმარების  საშუალებები, საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები 357 მოწყობილობები სანიტარიული მომსახურებებისათვის 358 ბლოკის საჭრელი დანადგარები 359 მსუბუქი ავტომობილები 360 მაღალი გამავლობის ავტომობილები 361 რაფის ტიპის ავტომობილები 362 ფრაქციული ღორღი 0-5 363 ფრაქციული ღორღი 0-20 364 ფრაქციული ღორღი 0-40 365 ფრაქციული ღორღი 0-80 366 ბალასტი 367 ფლეთილი ქვა 368 საგზაო ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები 369 ადგეზიური დანამატი 370 ასფალტობეტონის ქარხანა 371 ასფალტობეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები 372 ასფალტობეტონის ქარხნის ელ. ნაწილები და აგრეგატები 373 ასფალტობეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები 374 სხვადასხვა ქიმიური დანამატები ასფალტის წარმოებისთვის 375 მობილური ქვის სამსხვრევი აგრეგატები 376 სტაციონარული ქვის სამსხვრევი აგრეგატები მომსახურება 377 საპროექტო მომსახურება 378 რუკების ბეჭდვა 379 ნებართვებისა და სპეცფორმების აღება 380 „ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის რემონტი 381 „კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის რემონტი 382 ქვის სამსხვრევი საამქროს რემონტი 383 ბეტონის ქარხნის კვანძების რემონტი 384 ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება 385 ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის რემონტი 386 მძიმე გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება 387 ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექდათვალიერება 388 დაზგა-დანადგარებისა და ელ. გენერატორების რემონტი 389 იურიდიული, სანოტარო, აუდიტური, საკონსულტაციო, საინფორმაციო, სარეკლამო, სადაზღვევო, თარგმნისა და ფოსტის  მომსახურებები 390 კომპიუტერული მომსახურება და პროგრამული უზრუნველყოფა 391 ექსპერტიზის მომსახურება 392 საბროკერო და საშუამავლო მომსახურება 393 ლაბორატორიული მომსახურება 394 წარმომადგენლობითი ხარჯები 395 დაცვის მომსახურება 396 სატრანსპორტო მომსახურება 397 სპეც. ტექნიკით მომსახურება 398 ა/მანქანებისა და სპეც. ტექნიკის იჯარა 399 მუშებისა და მომსახურე პერსონალის კვება 400 ასფალტის ქარხნის კვანძების რემონტი 401 სამრეცხაო მომსახურეობა 402 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები 403 სამხერხაო მომსახურება 404 სატყეო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებები 405 სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები 406 გრეიდერების იჯარა 407 გრეიდერებით მომსახურება 408 ექსკავატორების იჯარა 409 ექსკავატორებით მომსახურება 410 ავტოდამტვირთავების იჯარა 411 ავტოდამტვირთავებით მომსახურება 412 ბულდოზერების იჯარა 413 ბულდოზერებით მომსახურება 414 „კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი ბულდოზერების იჯარა 415 „კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი ბულდოზერებით მომსახურება 416 სატკეპნების იჯარა 417 სატკეპნებით მომსახურება 418 ვიბროსატკეპნის იჯარა 419 ვიბროსატკეპნით მომსახურება 420 რესაიკლერის იჯარა 421 რესაიკლერით მომსახურება 422 საბურღი აგრეგატებით მომსახურება 423 საბურღი აგრეგატების იჯარა 424 ფრეზის იჯარა 425 ფრეზით მომსახურება 426 მაღალი ტევადობის თვითმცლელების იჯარა 427 მაღალი ტევადობის თვითმცლელებით მომსახურება 428 ავტოთვითმცლელების იჯარა 429 ავტოთვითმცლელებით მომსახურება 430 ასფალტის დამგების იჯარა 431 ასფალტის დამგებით მომსახურება 432 ემულსიამზიდის იჯარა 433 ემულსიამზიდით მომსახურება 434 ემულსიის მოსასხმელი მანქანის იჯარა 435 ემულსიის მოსასხმელი მანქანით მომსახურება 436 წყლის მზიდი მანქანების იჯარა 437 წყლის მზიდი მანქანებით მომსახურება 438 დასასუფთავებელი მანქანების იჯარა 439 დასასუფთავებელი მანქანებით მომსახურება 440 ავტოამწეების იჯარა 441 ავტოამწეებით მომსახურება 442 ამწეების იჯარა 443 ამწეებით მომსახურება 444 ბეტონმზიდი მანქანების იჯარა 445 ბეტონმზიდი მანქანებით მომსახურება 446 ტრაილერების იჯარა 447 ტრაილერებით მომსახურება 448 ქანმნგრევი მექანიზმებით მომსახურება 449 ქანმნგრევი მექანიზმების იჯარა 450 ბეტონის დამგების იჯარა 451 ბეტონის დამგებით მომსახურება 452 გრუნტის ტრანსპორტირების მომსახურება 453 ბალასტის ტრანსპორტირების მომსახურება 454 სატვირთო მანქანების დაქირავება მძღოლებთან ერთად 455 ავტომობილების დაქირავება მძღოლებთან ერთად 456 ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირების მომსახურება 457 ბიტუმის ტრანსპორტირების მომსახურება 458 არმატურის ტრანსპორტირების მომსახურება 459 ხე-ტყის ტრანსპორტირების მომსახურება 460 სამშენებლო ბლოკის ტრანსპორტირების მომსახურება 461 შეფუთული ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება 462 ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება 463 ქვიშის ტრანსპორტირების მომსახურება 464 გაჯის ტრანსპორტირების მომსახურება 465 ტეტრაპოდების ტრანსპორტირების მომსახურება 466 ფლეთილი ლოდების, ფლეთილი ქვის ტრანსპორტირების მომსახურება 467 კარ-ფანჯრების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება 468 საკეტების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება 469 ტუმბოების იჯარა 470 ტუმბოების შეკეთება და მომსახურება 471 სარქველების შეკეთება და მომსახურება 472 ონკანების შეკეთება და მომსახურება 473 ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების მონტაჟი 474 ელექტროგამანაწილებელის და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი 475 ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი 476 საინჟინრო მომსახურება 477 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურება 478 მონიტორინგი და კონტროლი 479 კვლევასა და დამუშავებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები 480 კვლევისა და დამუშავების დაპროექტება და განხორციელება 481 საყალიბე მასალის იჯარა 482 კონსტრუქციული მასალების იჯარა 483 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება 484 ასფალტობეტონის ქარხნის კვანძების რემონტი 485 ქვის სამსხვრევი აგრეგატების იჯარა 486 ასფალტობეტონის ქარხნის იჯარა 487 ქვის სამსხვრევი აგრეგატებით მომსახურება 488 ასფალტობეტონის ქარხნით მომსახურება დანართი №2 ანგარიში შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ _____ წელს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ № მიმწოდე­ბელი მხარის დასახელება მიწოდე­ბული საქონლის ღირებუ­ლება გაწეული მომსახუ­რების ღირებუ­ლება შესყიდვის საერთო ღირებულება შესყიდვისა­თვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა დანართი №3 ანგარიში შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ _____ წელს პირობათა გამოკითხვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ № მიმწოდე ბელი მხარის დასახელება მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების დასახელება მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ღირებულება შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ ლების მოქმედების ვადა შესყიდვი სათვის ფაქტობრი­ვად გადახდილი თანხა