„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№760
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.018380
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №760

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სამინისტროს აპარატი

სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გაცემული დავალებების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი;

ე) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;

ვ) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები შეთანხმებების (ხელშეკრუ-ლებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია და ხელმოწერის პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ზ) ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით (მათ შორის, ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკით) სამინისტროს კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე  შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია  და ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა;

თ) ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების კოორდინაცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

კ) აპარატის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №760. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.018380.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №760, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018380 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2667788/