„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადების განხილვაზე დაუსაბუთებელი უარის, შუამდგომლობათა განხილვის ვადების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი მოქმედებებისათვის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 ივნისი.
№1741 –რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1741. სარეგისტრაციო კოდი — 010.110.000.04.001.001.893.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1741, 23.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.001.893 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26680/