ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-100
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.101.016095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონებისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების)განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-100
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“
61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართის თანახმად.
2.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარტნიორის უფლებამოსილება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) წესების დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის 03.32.101 დადგენილება.
4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით
შექმნილი
საწარმოების
ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის
წესი
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და აწესრიგებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების (შემდგომში - საწარმო) ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
მუხლი 1🔗.
ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმები
1. საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) რეალიზება;
ბ) ძირითადი საშუალებების საწარმოს კაპიტალიდან ამოღება ან/და სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა.
2. საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია:
ა) იჯარით;
ბ) ქირავნობით;
გ) უზუფრუქტით;
დ) თხოვებით.
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებიც.
მუხლი 2🔗.
ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა
1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. საზოგადოების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და იმ მოძრავი ძირითადი საშუალებების, რომელთა საწყისი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს კაპიტალის 10%-ის, ჩამოწერა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) თანხმობის საფუძველზე.
3. თანხმობა არ არის საჭირო, თუ ჩამოსაწერი საწარმოს კაპიტალის 10%-ზე მეტი ღირებულების მოძრავი ძირითადი საშუალებების (ნივთის) საწყისი საბალანსო ღირებულება ცალ-ცალკე ან ერთობლივად არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს კალენდარული წლის განმავლობაში.
4. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება საწარმოს წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას საწარმოს ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
5. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი შესაბამისი ბრძანებით ქმნის კომისიას, რომელშიც შედიან საწარმოს ხელმძღვანელები, ბუღალტერი და სხვა თანამშრომლები. კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს მოწვეული პირიც.
6. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტებს, ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №1, დანართი №2) და საჭიროების შემთხვევაში ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №3).
7. საწარმოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
8. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
9. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას, საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა.
10. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზება უნდა განხორციელდეს აუქციონის ფორმით.
11. აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს სააგენტო.
12. ჩამოწერის მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი.
13. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ძირითადი საშუალებების რეალიზება
1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.
2. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით.
3. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.
4. ქონების ღირებულების განსაზღვრა ხდება შესაბამისი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.
5. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხა (გარდა ბეს თანხისა) ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
6. ძირითადი საშუალებების რეალიზების შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ხელმძღვანელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება
1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ჩამოწერის კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონების განადგურება უნდა მოხდეს ნაგავსაყრელ პოლიგონზე.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომელნიც ესწრებიან განადგურების პროცესს.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი.
მუხლი 5🔗.
საწარმოს კაპიტალის ცვლილება
1. გადაწყვეტილებას საწარმოს კაპიტალის გაზრდის ან შემცირების შესახებ იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. საწარმოს კაპიტალში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
3. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება, აქციების, წილის შეძენა, გასხვისება, საწარმოს დაფუძნება ან/და კაპიტალში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით, თხოვებით და სხვ.) გაცემა
1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით და სხვ.) გაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება აუქციონის (აუქციონი პირობებით) ან პირდაპირი განკარგვის ფორმით.
3. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.
4. ძირითადი საშუალებების დროებით უსასყიდლო სარგებლობაში (თხოვება, უსასყიდლო უზუფრუქტი) გაცემა ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის/დავალების საფუძველზე, აუქციონის გარეშე. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს. აღნიშნული ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. საწარმოს პრივატიზების შემთხვევაში საწარმოს მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს პრივატიზებამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები), რაც ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებში. ეს პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
6. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სააგენტოს წლიურ შედეგებთან ერთად ან/და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.
7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია საწარმოებს, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა (ქირავნობა, იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვ.) ან/და სხვა სახის მომსახურების გაწევა, ყოველწლიურად წინასწარ განუსაზღვროს შესაბამისი მომსახურების გაწევისა და ქირის ტარიფები და, ამასთან, დაუდგინოს ქონების გადაცემის წესი და ფორმა.
მუხლი 7🔗.
აუქციონი
1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლება გადაეცეს მყიდველს ან იმ პირს სარგებლობაში, რომელიც ვაჭრობის პროცესში საწარმოს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, ან ქონება გადაეცეს სარგებლობაში იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში საწარმოს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
4. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
მუხლი 8🔗.
აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება
1.აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს სააგენტო საწარმოს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიმართვისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. აუქციონის ორგანიზების, ჩატარების და შედეგების გაფორმებისთვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით“.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა ხორციელდება აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. სააგენტო აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ამ წესისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილების იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესს.
5. აუქციონში მონაწილეები ბეს იხდიან აუქციონატორის ანგარიშზე, რომელიც განისაზღვრება აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების გაფორმებისათვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობით. აუქციონატორი უფლებამოსილია აუქციონის ჩატარებისთანავე გამარჯვებულის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა განკარგოს შეხედულებისამებრ.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-8 მუხლით და მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონატორის მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურება გაწეულად ითვლება.
7. ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი აუქციონში გამარჯვების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას. აუქციონში გამარჯვებული ქონების საფასურს იხდის შესაბამისი საწარმოს ანგარიშზე. შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემით სრულად შესრულებულად ითვლება სააგენტოს მიერ აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და გაფორმების მომსახურება. ამ მუხლის შესაბამისად ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში არ გამოიყენება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით“ დადგენილი დებულება განვადების მომსახურების საფასურის თაობაზე.
8. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონატორი აუქციონის ჩატარებისთანავე გამოსცემს აქტს (მათ შორის ელექტრონული ფორმით), რომელიც მის საფუძველზე გაფორმებულ სარგებლობის ხელშეკრულებასთან ერთად წარმოადგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საფუძველს. აქტითა და ხელშეკრულებით განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები. ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ აქტი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს ბრძანების გამომცემის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის საიტის მეშვეობით.
9. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. აღნიშნული პირობა ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, რაც უნდა მიეთითოს დროებით სარგებლობაში გადაცემის სააუქციონო პირობებში და რომლის შეუსრულებლობაც აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველია. აქტის გამოცემითა და ხელშეკრულების გაფორმებით სააგენტოს მიერ აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და გაფორმების მომსახურება სრულად შესრულებულად ითვლება.
10. აუქციონის შედეგების გაფორმებასა და შემდგომი რეგისტრაციის ხარჯების გაღებას უზრუნველყოფს მყიდველი/მოსარგებლე.
11. აუქციონის შედეგების გაფორმებისას სააგენტო მოქმედებს როგორც მესაკუთრის ქონების გასხვისებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
12. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საბოლოო/სრული თანხისა და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე ანდა ოქმით გათვალისწინებული პირობით საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონატორი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, რაც გამარჯვებულისთვის შეძენილი ქონების სათანადო რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.
მუხლი 9🔗.
საწარმოს ბიუჯეტი
საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია მიმდინარე წლის დასრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 1 დეკემბრისა, სააგენტოს წარუდგინოს მომავალი წლის სავარაუდო ბიუჯეტი და საპროგნოზო მაჩვენებლები.
მუხლი 10🔗.
სხვა დებულებები
1. აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით სადავო, ან/და აუქციონის შედეგად დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს წილი ან/და აქციები გადაცემულია მართვის უფლებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სააგენტოსადმი ამ წესით მინიჭებული უფლებამოსილებები ითვლება დელეგირებულად მართვის უფლების მიმღებზე (გარდა საკუთრების უფლების გადაცემასთან და ნივთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხებისა).