📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-89
სარეგისტრაციო კოდი 210020040.35.101.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
matsne.gov.ge 208 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 31.08.2017 თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 21.11.2025 ონის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული პუნქტების ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ გავრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით(გარდა იურიდიული პირებისა) მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 23.07.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 16.12.2019 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 14.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-89 2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულო ადგენს: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. 2. მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული  კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.  3. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით. 4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით რეგულირდება გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობა და ამისათვის განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებები; 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №4-27 გადაწყვეტილება. 6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი