ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-89 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულო ადგენს:
1.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
2.
მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
3.
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
4.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით რეგულირდება გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობა და ამისათვის განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებები;
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №4-27 გადაწყვეტილება.
6.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|