ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-83
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.101.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩირდილელიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახლდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-83
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განხორციელდეს კორექტირება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში - აბონენტი) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის (შემდგომში - მოსაკრებელი) დარიცხვის თარიღში, რომელთაც 2014 წლის 22 სექტემბრიდან 2014 წლის 12 დეკემბრამდე მოსაკრებელი დაერიცხათ (განხორციელდა კორექტირება) მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს.
მუხლი 2🔗
პირველ მუხლში აღნიშნულ აბონენტზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად განისაზღვროს ობიექტის შემოწმების თარიღი, იმ დროისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗
წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში აბონენტები ვალდებულნი არიან მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის ცვლილების მიზნით მიმართონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს ან მოსაკრებლის გადახდევინებისათვის (ამოღებისათვის) უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი