ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-87
სარეგისტრაციო კოდი 210010010.35.101.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის, სოფ ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფ ჟებოტაში
მდებარე 1-ლი ქუჩის შესაბამისი შესახვევების და ჩიხების სახელწოდების შეცვლის და თამაზ მეჭიაურის სახელის მინიჭების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-87
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებიდან და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობები მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
3.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან საჯარო ინფორმაცის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა, წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 5 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.
4.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებიდან და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობებიდან, 2015 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს.
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №15 დადგენილება;
ბ) ,,ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 11 თებერვლის №05.02.173 დადგენილება;
6.
დადგენილება ძალაში შედის 2015 წლის 1 იანვარს.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი