ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-101 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. ცენტრის სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრი“, ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ცენტრის შემოკლებული დასახელება: სსიპ „თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრი“.
3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით (დებულებით).
4. ცენტრი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით“ და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
ა) თბილისისათვის საერთაშორისო კულტურული და ტურისტული სტატუსის მოპოვება;
ბ) დედაქალაქის და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე ხელოვნების, ასევე კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო და საუკეთესო ნამუშევრებით.
2. ცენტრის მიზნებია:
ა) წარმოადგინოს საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების თანამედროვე ტენდენციები ფესტივალების, კულტურული ღონისძიებების სახით და ამ გზით უზრუნველყოს თბილისისთვის, საქართველოსთვის საერთაშორისო კულტურის ცენტრის სტატუსის დამკვიდრება;
ბ) ქართული ხელოვნების პროპაგანდა და რეკლამირება საერთაშორისო კულტურულ სივრცეში და თბილისის, როგორც კულტურული ცენტრის მიმართ დაინტერესების გაზრდა;
გ) საერთაშორისო ფესტივალებთან, კულტურულ ინსტიტუტებთან და მედიასთან თანამშრომლობა ყურადღების მოზიდვისა და ცენტრის განვითრების მიზნით;
დ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის, თეატრალური სფეროს დაწესებულებებთან, სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან; შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის მონათესავე კულტურულ და თეატრალურ ცენტრებთან, გაწევრიანდეს საერთაშორისო ასოციაციებში;
გ) მოაწყოს სტაციონალური ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპოზიცია;
დ) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს ფესტივალებში, გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა თეატრალურ (მათ შორის საქველმოქმედო), კულტურულ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ე) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);
ვ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება.
ზ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში როგორც მოსარჩელედ ასევე მოპასუხედ;
ი) დასახული მიზნის მისაღწევად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
2. ცენტრი ვალებულია:
ა) პასუხი აგოს მასზე გაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე
ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით (დებულებით) განსაზღვრული მოთხოვნები.
გ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის პერსონალის შერჩევას და მათთან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფომებას;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავს საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;
ვ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ზ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს პერსონალის მიერ აღნიშნული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას;
თ) უფლებამოსილია განსაზღვროს თანამდებობრივი ინსტრუქციები;
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს;
კ) ახორციელებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო, ადგილობრივი ფესტივალების, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას და შესაბამის პროგრამას რეკომენდაციის მისაღებად წარუდგენს მრჩეველთა საბჭოს. პროგრამა უნდა შეიცავდეს დაგეგმილი ფესტივალის, კულტურული ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, როგორც პროგრამის აღწერის (მონაწილე სუბიექტების ვინაობა, წარმოსადგენი სპექტაკლები, სანახაობები, გამოფენები და სხვა) ასევე მისი ფინანსური დასაბუთების გათვალისწინებით.
ლ) უზრუნველყოფს იმ პროგრამების შესრულებას, რომლებზეც რეკომენდაცია მიიღო მრჩეველთა საბჭოსგან და ეკრძალება ფესტივალის, კულტურული ღონისძიების ორგანიზება და განხორციელება მრჩეველთა საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე; ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს რეკომენდაცია, მრჩეველთა საბჭოს ერთი და იმავე რეკომენდაციის წარდგენის შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ.
მ) ხელს აწერს ცენტრის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ნ) ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე;
ო) ახორცილებს ამ წესდებითა (დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს (შემდგომში – თავმჯდომარე) საბჭო ირჩევს თავისი შემადგენლობიდან, ხმათა უმრავლესობით, დირექტორის წარდგინებით.
3. თავმჯდომარე და საბჭოს წევრები ინიშნებიან 1 წლის ვადით.
4. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი.
5. საბჭო შედგება როგორც ხელოვნების სფეროში მოღვაწე ასევე სახელმწიფო სამსახურში მყოფი და სამეწარმეო საქიანობით დაკავებული ფიზიკური პირებისაგან, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ცენტრის დასახული მიზნებისა და მიმდინარე პროექტების შესრულებაში.
6. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13 წევრს.
7. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. საბჭოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
8. საბჭო:
ა) მონაწილეობას იღებს და რეკომენდაციას უწევს დირექტორს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფესტივალების, კულტურული ღონისძიებების პროგრამების შემუშავებაში.
ბ) რეკომენდაციას აძლევს დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროგრამას.
გ) დირექტორის მიერ წარდგენილი სტრატეგიის საფუძველზე განსაზღვრავს ცენტრის სამხატვრო-შემოქმედებით და განვითარების პოლიტიკას; ; განიხილავს და დირექტორს რეკომენდაციას აძლევს ახალ მიმართულებების პროგრამებთან დაკავშირებით; რეკომენდაციას აძლევს ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით; განიხილავს ჩატარებული ფესტივალის ანგარიშს; რეკომენდაციას უწევს ამა თუ იმ სპექტაკლს ან ახალ მიმართულებას პროგრამაში;
დ) უფლებამოსილია, ხელმეორედ წარადგინოს შესაბამისი რეკომენდაცია დირექტორის მიერ საბჭოს რეკომენდაციაზე უარის შემთხვევაში.
2. საბჭოს მოწვევის უფლებამოსილება გააჩნია დირექტორს და თავმჯდომარეს. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საბჭოს სხდომას.
3. საბჭოს მოწვევის ინიციატორი, საბჭოს მდივნის მეშვეობით ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს საბჭოს წევრებისთვის იმ დღის წესრიგის გაცნობა, რომლის თაობაზეც დაგეგმილია მსჯელობა.
4. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე დააყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და ამ საკითხებისათვის კენჭისყრაში;
ბ) წერილობით ან სხვა ტექნიკური საშუალებით დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების ან დასკვნისაგან, რაც აისახება ოქმში;
5. საბჭოს წევრი ვალდებულია შეასრულოს ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
6. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს წევრის მიერ სხდომაზე წერილობითი პოზიციის წარდგენა ითვლება საბჭოს სხდომაზე დასწრებად. თუ სხდომა არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ არაუადრეს სამი დღისა, მოიწვევა ახალი სხდომა, იმავე დღის წესრიგით. თუ საბჭოს წევრი ზედიზედ არ დაესწრება საბჭოს 2 სხდომას ან არ წარმოადგენს წერილობით პოზიციას, იგი ირიცხება საბჭოდან.
7. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საბჭოს დამსწრეწევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. საბჭოს თითო წევრს აქვს თითო ხმა. ხმათა თანაბარად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომაზე დაუსწრებლად მისი დაწყების წინ დაზღვეული წერილით, ტელექსით, ფაქსით ან გადაცემის სხვა ელექტრონული საშუალებით წარუდგინოს თავისი წერილობითი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას; წევრის მიერ წერილობითი პოზიციის წარდგენა ჩითვლება მის სხდომაზე დასწრებად და აისახება ოქმში.
9. საბჭოს ყველა წევრს, როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე უფლება აქვთ კონფერენც ტელეფონის ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებების გამოყენებით, სხდომაზე დაუსწრებლად, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რაც ასევე ჩაითვლება სხდომაზე დასწრებად და აისახება ოქმში.
10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ცენტრის დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და დამსწრე წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
11. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი;
12. საბჭოს მდივანს ნიშნავს დირექტორი, ცენტრის პერსონალიდან. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.
13. საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების გამართვას, განაგებს საბჭოს საქმის წარმოებას, კოორდინაციას უწევს საბჭოს მუშაობას, აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას და ხელს აწერს საბჭოს ოქმს;
ბ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს;
გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და მის დამუშავებას;
დ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და ფინანსური რესურსები.
ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.