მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენადაუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
პროგრამ. კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2014 წლის გეგმა
2015 წლის პროგნოზი
2016 წლის პროგნოზი
2017 წლის პროგნოზი
02 00
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
412.1
432.7
454.4
477.1
02 01
საგანგებო სიტუაციების მართვა
300.0
315.0
330.8
347.3
02 03
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა
112.1
117.7
123.6
129.8
ა) პროგრამა საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სამაშველო და სახანძრო ტექნიკის აღჭურვილობის შეძენა, მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების ლოკალიზაცია და მათი შედეგების ლიკვიდაცია. ზარალის მინიმიზაცია.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გამოძახების რაოდენობა. დროულად ლოკალიზებული და ლიკვიდირებული შემთხვევების რაოდენობა.
ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გაწვეულთა რაოდენობა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტია. პროგრამების ფარგლებში გაგრძელდება დაბა ჩხოროწყუს საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამ. კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2014 წლის გეგმა
2015 წლის პროგნოზი
2016 წლის პროგნოზი
2017 წლის პროგნოზი
03 00
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
2046.9
693.0
727.6
764.0
03 01
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია და მოვლა–შენახვა
187.1
73.5
77.2
81.0
03 01 01
გზების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
57.6
52.5
55.1
57.9
03 01 02
სახიდე ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია
129.5
21.0
22.1
23.2
03 02
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
1126.4
514.5
540.2
567.2
03 02 01
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
125.0
131.2
137.8
144.7
03 02 02
დასუფთავების ღონისძიებები
220.0
231.0
242.6
254.7
03 02 03
წყლის სისტემების ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია
484.4
52.5
55.1
57.9
03 02 04
ტროტუარებისა და გაზონების მოწყობა-რეაბილიტაცია
41.9
31.5
33.0
34.7
03 02 05
სკვერებისა და პარკების მოწყობა საბავშვო ატრაქციონით
141.9
03 02 06
უმეთვალყუროდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია
5.0
5.3
5.5
5.8
03 02 07
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების და სხვა არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია
48.2
31.5
33.0
34.7
03 02 08
მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია
30.0
31.5
33.0
34.7
03 03
სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია
38.2
31.5
33.0
34.7
03 04
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
613.0
03 05
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები
22.1
42.0
44.1
46.3
03 06
მუნიციპლაიტეტის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის შედგენა
30.0
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შიდა გზების, სახიდე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია, როგორც დაბაში ისე სოფლებში და თემებში.
ა.ა) გზების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01)
მუნიციპალიტეტის შიდა გზების აღდგენა, მოწყობა-რეაბილიტაცია. ხაბუმის და ლეწურწუმეს თემში გარდამავალი სარეაბილიტაცია სამუშაოების დასრულება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული გზების რაოდენობის ზრდა.
ა.ბ) სახიდე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02)
დაზიანებული ხიდების, ხიდ-ბოგირების, საცალფეხო ხიდების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის სოფლებსა და თემებში. სოფ. თაიაში და ხაბუმის თემში გარდამავალი მშენებლობების დასრულება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული სახიდე ნაგებობების რაოდენობის ზრდა.
ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება დ. ჩხოროწყუში დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა.
ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი სანათი წერტილების მოწყობა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
განათებული მუნიციპალიტეტი.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ექსპლუატაციაში არსებული სანათი წერტილების ზრდა.
ბ.ბ) დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია დაბა ჩხოროწყუში ქუჩების ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება.
ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება.
მოსალოდნელი შედეგები:
დაბის ტერიტორიაზე გაუმჯობესებული სანიტარული პირობები.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გატანილი ნარჩენების რაოდენობა.
ბ.გ) წყლის სისტემის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
სასმელი წყლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას. მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მოსახლეობაზე წყლის მიწოდების ზრდა.
ბ.დ) ტროტუარებისა და გაზონების მოწყობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება არსებული ტროტუარების რეაბილიტაცია, მოეწყობა გაზონები. დაბა ჩხოროწყუში წინა წლიდან გადმომავალი სამუშაოების დასრულება.
მოსალოდნელი შედეგები:
მოვლილიტროტუარები, გამწვანებული სკვერები და გაზონები.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული ობიექტების რაოდენობა.
ბ.ე) სკვერისა და პარკის მოწყობა საბავშვო ატრაქციონებით (პროგრამული კოდი 03 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაბა ჩხოროწყუში ცენტრალურ პარკში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, კულტურის სარაიონო სახლის გვერდით მოეწყობა ახალი სკვერი და აშენდება ჩოგბურთის კორტი.
მოსალოდნელი შედეგები:
კეთილმოწყობილი დაბა ჩხოროწყუს ცენტრი
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ობიექტების რაოდენობა.
ბ.ვ) უმეთველყუროდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 06)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
გაუმჯობესებული სანიტარული პირობები;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მაწანწალა ცხოველების რაოდენობის შემცირება.
ბ.ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების და სხვა არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 07)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება. 2013 წლის 19-20 ნოემბერს სტიქიისაგან მიყენებული ზიანის ლიკვიდაცია.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსახლეობის მხარდაჭერა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტუალური პრობლემების მოგვარება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული შენობების რაოდენობა.
ბ.თ) მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების რეაბილიტცია (პროგრამული კოდი 03 02 08)
ხშირად დგება დღის წესრიგში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა
მოსალოდნელი შედეგები:
მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული შენობების რაოდენობა.
გ) სარწყავი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სოფლებში ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო–სამეურნეო სავარგულების გასწვრივ ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. ნაფიჩხოვოს თემში წინა წლიდან დარდამავალი სამუშაოების შესრულება.
მოსალოდნელი შედეგები:
წყალდიდობისგან ზარალის თავიდან აცილება
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მოწყობილი ობიექტების რაოდენობა.
დ) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები. (პროგრამული კოდი 03 05)
პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობებზე და მიწაზე ზედამხედველობას, უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. მუხურის თემში წყალმომარაგების სისტემის , დ. ჩხოროწყუში საბავშვო ბათის, სკვერების, პარკებისა და საბავშვო ატრაქციონის მოწყობის საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო და ექსპერტიზის მომსახურება.
მოსალოდნელი შედეგები:
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე ზედამხედველობის გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა.
ე) მუნიციპალიტეტის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის შედგენა. (პროგრამული კოდი 03 06)
გენერალურ გეგმაში მოცემულია დაბი ტერიტორიის საზღვრები, მიწის ფართობი, მაში განთავსებული შენობა-ნაგებობები და განსაზღვრულია სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობები. ასევე გენერალური გეგმა მოიცავს პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების პროექტს.
მოსალოდნელი შედეგები:
დაბის ტერიტორიის განაშენიანებაში ტექნიკური პარამეტრების დაცვა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მაღალი ხარისხის განაშენიანების და განვითარების უზრუნველყოფა.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია ასევე უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დაფინანსება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
პროგრამ. კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2014 წლის გეგმა
2015 წლის პროგნოზი
2016 წლის პროგნოზი
2017 წლის პროგნოზი
04 00
განათლება
1176.5
656.3
689.1
723.5
04 01
სკოლამდელი განათლება
1301.7
588.0
617.4
648.3
04 02
საჯარო სკოლების დაფინანსება
15.0
15.8
16.5
17.4
04 03
განათლების ხელშეწყობა
65.3
52.5
55.1
57.9
ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1030 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, სკოლამდელი განათლება ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციას რათა აღსაზრდელებს შეექმნას კომფორტული პირობები და შეძლონ სწავლა და გართობა. დაბა ჩხოროწყუში აშენდება კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი 300 აღსაზრდელზე, სადაც შეეძლებათ სწავლის დასვენებისთვის საჭირო კარგი პირობები.
მოსალოდნელი შედეგები:
საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა;
ოჯახების ხეშეწყობა ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების მიღებაში.
სკოლამდელი განთლების განვითარების ხელშეწყობა.
რეაბილიტირებული და განახლებული ბაგა- ბაღები.
ახალი ბაგა-ბაღების გახსნა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
აღსაზრდელთა რაოდენობა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების ზოგადი განათლების მაღალი დონე.
ბ) საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02)
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისათვის ფინანსური მხარდაჭერის განხორციელება.
მოსალოდნელი შედეგები:
გაუმჯობესებული სასწავლო პირობები.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დაფინანსებული სკოლების რაოდენობა.
გ) განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში ხორციელდებანორჩ ფოლკლორისტთა, ენის მოყვარულთა, შემოქმედთა, ტექნიკური ცოდნის მიდრეკილთა და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეთა გამოვლენა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსწავლეთათვის სკოლის გარეთ დამატებითი პირობების შექმნა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მოსწავლეთა რაოდენობა.
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
პროგრამ. კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2014 წლის გეგმა
2015 წლის პროგნოზი
2016 წლის პროგნოზი
2017წლის პროგნოზი
05 00
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
585.0
588.0
617.4
648.3
05 01
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
250.0
252.0
264.6
277.8
05 01 01
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
145.0
136.0
142.3
148.9
05 01 02
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. მოედნების რეკონსტრუქცია
105.0
126.0
132.3
138.9
05 02
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
315.0
330.0
335.7
347.3
05 02 01
კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
185.0
189.0
198.5
208.4
05 02 02
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელშეწყობა
50.0
52.5
55.1
57.9
05 02 03
სახელოვნებოს სკოლების ხელშეწყობა
50.0
52.0
54.1
56.8
05 02 04
კულტურული ღონისძიებების ხელშწყობა
30.0
31.5
33.1
34.7
05 03
ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა
20.0
21.0
22.1
23.2
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
ა.ა) ფეხბურთი განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის მოზარდ თაობაში საფეხბურთო მონაცემების მქონე მოზარდი თაობის გამოვლენას, დაოსტატებას და ქვეყნის მაშტაბით მათ მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებით ორგანიზებულ ტურნირებში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პერსპექტიულ მოზარდთა რაოდენობა.
ა.ბ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ სექციებში და მათ მონაწილეობა შესაბამის სპორტული სახეების მიხედვით სხვადასხვა ეგიდის შეჯიბრებებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და ახალგაზრდები.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
სპორტულ ღონისძიებებში ჩართულ პირთა რაოდენობა.
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
ბ.ა) კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: თეატრალური ხელოვნების განვითარება, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. ტრადიციების აღორძინება და განვითარება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტში კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული საზოგადოება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კულტურულ ღონისძიებებში ჩართულ პირთა რაოდენობა.
ბ.ბ) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ჩხოროწყუ ისტორუიულის მუზეუმი“–ს დაფინანსებას, რომელიც სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ ისტორიულ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით;
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტის ისტორიისა და ექსპოზიციის წარმოჩენა ქვეყნის მაშტაბით და მის გარეთ.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დამთვალიერებელთა რაოდენობა.
ბ.გ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 170-მდე მოსწავლე;
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
სახელოვნებო ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და ახალგაზრდები.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუსიკალური ღონისძიებების რაოდენობა.
ბ.დ) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტის კულტურის მოღვაწეთა წარმოჩენა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კულტურული ღონისძიებების რაოდენობა.
ბ.ე) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამა უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის დაახლოება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ახალგაზრდული ღონისძიებების რაოდენობა
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამ. კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2014 წლის გეგმა
2015 წლის პროგნოზი
2016 წლის პროგნოზი
2017 წლის პროგნოზი
06 00
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
490.6
384.3
403.5
423.7
06 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
75.0
76.5
77.2
81.0
06 02
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
276.0
258.3
271.2
284.8
06 02 01
ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება( ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები)
5.0
5.3
5.5
5.8
06 02 02
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
236.0
189.0
198.5
208.4
06 02 03
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (უფასო სასადილო)
34.0
63.0
66.1
69.5
06 02 04
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები
1.0
1.1
1.1
1.2
06 03
სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი
139.6
52.5
55.1
57.9
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება;
დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება;
ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩხოროწყუს დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
დაავადებათა გავრცელების შემცირება, მართვადი ინფექციების გავრცელების შეზღუდვა, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა.
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ.ა) ვეტერანთა, დევნილთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 01; 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში);იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა მრავალშვილიან და ახალ დაბადებულ ბავშვთა ოჯახებს, ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, იმ პირებს რომლებიც სახელმწიფო სოციალური პროგრამების გარდა ესაჭიროებათ გადაუდებელი ფინანსური დახმარება საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ბ.დ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულიასოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
მუნიციპალიტეტში დახმარება გაწეული პირების სოციალური პირობების გაუმჯობესება
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დახმარება გაწეულთა რაოდენობა.
გ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარეალებული მოსახლეობის ხელშეწყობა, როგორც ფულადი ისე მატერიალური სახით. 2013 წლის 19-20 ნოემბერს სტიქიისაგან მიყენებული ზიანის ლიკვიდაცია.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
სტიქიისაგან დაზიანებული ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბენეფიციართა რაოდენობა.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებე