⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2014
ძალის დაკარგვა 12.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-110
სარეგისტრაციო კოდი 330060000.35.101.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,194 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
12.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-110 2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის,  საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი” 24-მუხლის მეორე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის N14-78  გადაწყვეტილება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად  გათვალისწინებული  თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი მუხლი 1🔗 1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი” (შემდგომში – წესი) აწესრიგებს:  შესაბამისი წლის თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს; 2.  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებთან განისაზღვრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ქალაქ თბილისის შესაბამისი რაიონის გამგეობისთვის (შემდგომში – გამგეობა) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს გამგეობაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). ამხანაგობის თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა შესაბამის რაიონის გამგეობას წარუდგენს მომდევნო წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1), ხოლო ყოველი კვარტლის ბოლო თვის  15 რიცხვამდე მიმდინარე კვარტლის განახლებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1).  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათების და ამხანაგობის თავმჯდომარეების მიერ გაწეული მუშაობის (აქტივობის და სხვადასხვა ინიციატივების) საფუძველზე გამგეობა უფლებამოსილია გამგეობის სხდომაზე მიიღოს ამხანაგობის თავმჯდომარის წახალისების დახმარების სახით გადაწყვეტილება, რომელიც გაიცემა ყოველ კვარტალში ერთხელ. 4. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში,  ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, გამგეობისთვის  მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ კანონიერ მოსარგებლეებს, ასევე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბინით მოსარგებლეს, თუ ამ ბინის მესაკუთრის ადგილსამყოფელი დაუდგენელია ან/და იგი მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღებაში.  მუხლი 2🔗 1. განცხადება მიიღება ყოველი თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით.      2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:      ა) შესაბამისი გამგეობის დასახელებას;      ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;      გ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;      დ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები და, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას;      ე) მომსახურე ორგანიზაციის დასახელებას, რომელიც შეასრულებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს;      ვ) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს;      ზ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, „ვ” ქვეპუნქტის ნაცვლად, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, ბინისა და ტელეფონის ნომრები.      3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით:      ა) შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 25%;      ბ) შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 20%;      გ) ლიფტის შეკეთების შემთხვევაში – 30%;      დ) შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში – 30%;      ე) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 50%; ვ) ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადების და მონტაჟის შემთხვევაში – 30%;      ზ) ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირების (წითელ ხაზებში მოქცევა) შემთხვევაში – 50%; თ) პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში – 30%;      ი) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის შემთხვევაში – 30%; კ) სადარბაზოს შიდა, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტის შემთხვევაში – 20%;      ლ) ამორტიზებული (მწყობრიდან გამოსული) ლიფტების მოდერნიზაციის (კაპიტალური შეკეთების) შემთხვევაში – 30%. მ) საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 25%; ნ) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში – 10%; ო) არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში – 15%; ( პ). ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს – 15%; ჟ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში  საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირების შემთხვევაში – 10%.  რ) ე.წ. ,,თბილისურ ეზოებში“ საერთო სარგებლობის აივნების აღდგენის შემთხვევაში – 25%;  ს) ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის შემთხვევაში – 50%. ამასთან, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანამონაწილეობის წილი არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს. ტ) სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის" დამონტაჟების შემთხვევაში – 50%; უ) ამ პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება საჭიროებს წინასწარ   და სამუშაოების დასრულების შემდგომ საექსპერტო დასკვნებს, რომლის ღირებულებაში ამხანაგობის თანამონაწილეობის წილი განისაზღვროს ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში  – 25 %,  ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 20 %, ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 30 %   და  ,,კ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 20%; ფ) ამ პუნქტის „ა“-„ტ“ ქვეპუნქტების და 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრე წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების  პროგრამაში დარეგისტრირებულ 70 000 ან 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრს, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილს 100%-ით დაფარავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილის განსასაზღვრად ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯი თანაბრად ნაწილდება ყველა მესაკუთრეზე. 4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:      ა) გამგეობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი;      ბ) ამხანაგობის მიერ შერჩეული, მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის დედანი. მუხლი 3🔗 1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობის გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 15%; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 15%. 2. სამუშაოს, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ გამგეობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა. მუხლი 4🔗      1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის, მე-3 პუნქტის, „ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს – 30%-ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), სესხის სახით, 4 წლის ვადით გასცემს ამხანაგობაზე.      2. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ამხანაგობის თავმჯდომარე, ამხანაგობის სახელით განცხადებით მიმართავს გამგეობას.      3. თუ წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია პროგრამასთან და ლიფტის აღდგენა შეუძლებელია მიმდინარე შეკეთების გზით, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.      4. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება იმ მრავალბინიანი სახლის სადარბაზოს, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასევე სადარბაზოში მცხოვრებ პენსიონერთა რაოდენობას.      5. სამუშაოებს აწარმოებს, მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლენილი, გამარჯვებული მომსახურე ორგანიზაცია.      6. მერიასა და ამხანაგობას შორის, თანამონაწილეობის წილის სესხად გაცემის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის სახელით წარადგენს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ნოტარიულად დამოწმებულ საერთო კრების ოქმს, რომლის მიხედვით, ამხანაგობის წევრთა 2/3 თანახმაა სესხის აღებაზე და უფლებამოსილებას ანიჭებს ამხანაგობის თავმჯდომარეს, ამხანაგობის სახელით მოაწეროს ხელი სესხის ხელშეკრულებას. კრების ოქმში ასახული უნდა იყოს ამხანაგობის იმ წევრთა თანხმობა, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ სესხის სახით გაცემული თანამონაწილეობის წილის დაფარვას.      7. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, მერიასა და ამხანაგობას შორის ფორმდება სესხის ხელშეკრულება.      8. ამორტიზებული ლიფტის კაპიტალური აღდგენის სამუშაოებს ამოწმებს და ლიფტს ექსპლუატაციაში იღებს საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანიზაცია.      9. ლიფტის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ამხანაგობასა და მომსახურე ორგანიზაციას შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.      10. წინამდებარე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საფუძველზე, გამგეობა აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტს მომსახურე ორგანიზაციასთან.      11. ამხანაგობა უფლებამოსილია, გააფორმოს შემსრულებელ ორგანიზაციასთან ლიფტის აღდგენის შემდეგ ექსპლუატაციისა და მომსახურების ხელშეკრულება. მუხლი 5🔗 1. გამგეობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.      2. გამგეობა ვალდებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.      3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:      ა) წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით;      ბ) შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;      გ) ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი;      დ) თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.      4. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება:      ა) სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს;      ბ) შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელ სამუშაოებს;      გ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე. წ. მიშენებების (არა-ინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის სამუშაოებს. მუხლი 6🔗 1. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, თვითონ გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის მომსახურე ორგანიზაციასთან, რომელიც განახორციელებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს.      2. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, გამგეობას წარუდგინოს:      ა) მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების დედანი;      ბ) ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით, გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის დედანი/ასლი.      3. გამგეობის გადაწყვეტილებაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ან/და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შემცირების შემთხვევაში, ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან 3 კვირის ვადაში, წარუდგინოს გამგეობას განცხადება და მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი ახალი დეფექტური აქტი ან/და ხარჯთაღრიცხვის დედანი.      4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამხანაგობამ უნდა შეასრულოს 5 დღის ვადაში.      5. ამხანაგობა არ არის უფლებამოსილი, განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ შეცვალოს მომსახურე ორგანიზაცია.      6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა გამოიწვევს, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული დარღვევის მიზეზს გამგეობა მიიჩნევს საპატიოდ. მუხლი 7🔗 1. ამ წესის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გამგეობა დებს ხელშეკრულებას ამხანაგობასთან, მათთვის გადასაცემი თანხის განკარგვის წესის შესახებ.      2. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, გამგეობაში წარადგინოს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში, რომლის საფუძველზე გამგეობა ახორცილებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას.      3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს გამგეობაში, სამუშაოს დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.      4. ამხანაგობა პასუხისმგებელია, მის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის შესაბამისობაზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან.      5. თუ მომსახურე ორგანიზაცია დაარღვევს ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (სამუშაოს დასრულების ვადა, გარანტია და სხვ.), გამგეობას უფლება ეძლევა შემდგომში არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის ის განცხადება, რომელსაც საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა. მუხლი 8🔗 1. ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ამხანაგობის აღრიცხვაზე დასადგომად გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;  გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;  დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;   ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი,;  ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;    ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს.      2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს გამგეობის თანხმობას.      3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს გამგეობის თანხმობას. მუხლი 9🔗 1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:      ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელი; გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) გადაწყვეტილება;     ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.      2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 10🔗    1. გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, გამგეობა გასცემს აღრიცხვის ფურცელს.      2. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 11🔗 1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:      ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;      ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;      გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;      დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;      ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.      2. გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 12🔗 1. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:      ა) წინამდებარე წესის მე-8 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამგეობაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;      ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.  მუხლი 13🔗 1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:      ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;      ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;      გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;      დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;      ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 14🔗   ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მუხლი 15🔗 ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.