მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალის დაკარგვა 01.10.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-94
სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.101.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-94
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის და 61 მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს თანდართული მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №13-62 გადაწყვეტილება.
3.
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, სამსახურის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან.
მუხლი 4🔗.
დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.
2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით.
მუხლი 5🔗.
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1 000 ლარი;
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი.
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1500 ლარი;
ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1000 ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 700 ლარი.
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი.
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 3 000 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2000 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1500 ლარი;
დ.დ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 1000 ლარი.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის სათავსის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
მუხლი 6🔗.
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 500 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 300 ლარი.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტში ცვლილებების შეტანის შემთხვევებზე.
მუხლი 7🔗.
ვადის გამოთვლა
1. სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 8🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე.
4. თუ დაინტერესებული პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.