ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-112
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.101.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-112
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა
დასახელებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა, დამტკიცდეს:
1.
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანდართული თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები (დანართი N1);
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანდართული თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები (დანართი N2).
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის N2-16 გადაწყვეტილება.
3.
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი