ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტრის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2014
ძალის დაკარგვა 24.02.2017
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტრის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №65
2014 წლის 31 დეკემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტრის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტრის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №43 დადგენილება “ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ზედამხედველობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან და სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილება.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ვ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;
ზ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მუხლი 4🔗.
ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილება
ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, პროგრამების, პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
მუხლი 5🔗.
სამსახურის თანამშრომლების უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ზედამხედველობა
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ანხორციელებს გამგებელი.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ,,58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.