⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.03.2018)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2014
ძალის დაკარგვა 07.03.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 699 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2014 მიღება
07.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №67 2014 წლის 31 დეკემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №42 დადგენილება “ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი №1 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურის დებულება. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ზედამხედველობისა და არქიტექტურის  სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების  შემუშავების  საქმიანობაზე ზედამხედველობას. 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2.  სამსახურის საშტატო განრიგი  განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს  ბლანკი და ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით. 4.  სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ა). ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება; 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის  მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;  მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს  წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1.  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების,    მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას; ბ)  ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზებას; გ)  მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვისა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადებას; დ)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელებას; ე)  მუნიციპალიტეტის საზღვრებში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, მათი საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას; ვ)  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების თაობაზე წინადადებების მომზადებას; ზ)  გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას; თ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის ოქმის შედგენას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;   კ)   მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას;      მუხლი 4🔗. ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება. 1. ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების,    მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას; ბ)  ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზებას; გ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; დ)  გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას; მუხლი 5🔗. სამსახურის თანამშრომლების უფლება-მოვალეობანი. 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით,  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ  მათი მუშაობისათვის  აუცილებელი  კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო  მოსამსახურის  სხვა  უფლებებითა  და  გარანტიებით. 3. სამსახურის  თანამშრომლები  ვალდებულნი  არიან: ა) შეასრულონ  და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) შეასრულონ  უშუალო  და ზემდგომი  ხელმძღვანელების  დავალებები; გ) იზრუნონ  თავისი პროფესიული  მომზადების  დონის  ასამაღლებლად; დ) შეასრულონ  და დაიცვან  შინაგანაწესის  მოთხოვნები. მუხლი 6🔗. სამსახურის ზედამხედველობა. 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ანხორციელებს გამგებელი. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ,,58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. 3.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  საკუთრებას. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.