⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.03.2018)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2014
ძალის დაკარგვა 06.03.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 619 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2014 მიღება
06.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №68 2014  წლის 31 დეკემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №48 დადგენილება “ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი № 1 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები. 1. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში- სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა. 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით,   ამ დებულებით და  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა. 1.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთერთი მთავარი სპეციალისტი. 2.სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:  ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების - მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ვ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ზ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; თ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლოტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ი) ახალგაზრდული პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით სხვა ფუნქციების განხორციელებას; ლ) კულტურული, ინტელექტუალურ- შემეცნებითი  ღონისძიებების მოწყობას; მ) პროექტების  შედგენას; ნ) ექსკურსიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობას; ო) საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობას; პ) ახალგაზრდების დასვენებას  პატრიოტულ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში; ჟ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; მუხლი 5🔗. სამსახურის თანამშრომლების უფლება-მოვალეობანი. 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით,  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ  მათი მუშაობისათვის  აუცილებელი  კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო  მოსამსახურის  სხვა  უფლებებითა  და  გარანტიებით. 3. სამსახურის  თანამშრომლები  ვალდებულნი  არიან: ა) შეასრულონ  და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) შეასრულონ  უშუალო  და ზემდგომი  ხელმძღვანელების  დავალებები; გ) იზრუნონ  თავისი პროფესიული  მომზადების  დონის  ასამაღლებლად; დ) შეასრულონ  და დაიცვან  შინაგანაწესის  მოთხოვნები. მუხლი 6🔗. სამსახურის ზედამხედველობა. 1.გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ანხორციელებს გამგებელი. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ,,58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს  სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება. სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.  მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.