⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.03.2018)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2014
ძალის დაკარგვა 06.03.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,233 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2014 მიღება
06.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №70 2014 წლის 31 დეკემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის  და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №33 დადგენილება “ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი №1 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტალურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირებას, ადამიანური რესურსების მართვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის       დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი და ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართი: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა. 1.    სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან და სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის         დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის   სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების  უფროსი,რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები      განისაზღვრება      გამგეობის    დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და შესაბამის მისამართზე გადაგზავნას; ბ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათი განაწილებას დანიშნულებისამებრ. დ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და გაარქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) გამგეობის მუშა თათბირების ორგანიზებას. ლ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; მ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ო) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; პ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ჟ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; რ) გამგებლის,გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები. 1.    სამსახურის საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) ელექტრონულ საქმისწარმოებას; ნ) საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ო) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების                        პროექტების მომზადებას;  მუნიციპალურ    მოსამსახურეთა  პირადი  საქმეების   წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; პ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას, კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; ჟ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; რ) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ს) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; ტ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; უ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; ფ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ქ) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ღ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ყ)  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; შ) ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; ჩ) ადგილობრივი            თვითმმართველობის            თანამდებობის           პირების          პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ც) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ძ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 2. ადმინისტრაციული სამსახურის იურისტი უზრუნველყოფს ა) გამგებლის,    გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება.  1. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება უზრუნევლყოფს: ა) ინფორმაციის მიწოდებას გამგებლისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის   ორგანოების მიერ   მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) წარმომადგენლებს     წარუდგენს წინადადებებს გამგებელთან წარსადგენად შესაბამის ტერიტორიაზეარსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) საჭიროების შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას. დ)გამგებლის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარების გაწევას. ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომლების უფლება-მოვალეობანი. 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით,  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ  მათი მუშაობისათვის  აუცილებელი  კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო  მოსამსახურის  სხვა  უფლებებითა  და  გარანტიებით. 3. სამსახურის  თანამშრომლები  ვალდებულნი  არიან: ა) შეასრულონ  და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) შეასრულონ  უშუალო  და ზემდგომი  ხელმძღვანელების  დავალებები; გ) იზრუნონ  თავისი პროფესიული  მომზადების  დონის  ასამაღლებლად; დ) შეასრულონ  და დაიცვან  შინაგანაწესის  მოთხოვნები. მუხლი 7🔗. სამსახურის ზედამხედველობა. 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ანხორციელებს გამგებელი. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ,,58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსების არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 8🔗. სამსახურის  ქონება. სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.