ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.128.016203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2015 წლის 5 იანვარი

დ. ხარაგაული       

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20  მუხლის   საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014  წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესის შესახებ“ ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  ვებგვერდი 01/08/2014).

1.შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:  

,,1. საკრებულოს წევრების ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების,  საკრებულოს  დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის  ფაქტიურ საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულამდე,(ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №17 დადენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე–13 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციულ  ერთეულები)  დაშორების გათვალისწინებით და გაიცეს შემდეგი ოდენობით:

№ რიგზე

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

ხარჯის ოდენობა

ლარებში

შენიშვნა

1

დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ფარცხნალი, საღანძილე, ლაშე

400

 

2

ლეღვანი, მოლითი, ვახანი, კიცხი, ხიდარი, ვარძია , წყალაფორეთი

450

 

3

ბორითი, ხუნევი, ხევი, ნადაბური, წიფა, ზვარე სარგვეში, ღორეშა.

500

 

                                                                                                                                               

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2015 წლის პირველ  იანვარს  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე