ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.01.2015
ძალის დაკარგვა 12.02.2018
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.128.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2015 წლის 5 იანვარი
დ.ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოებში ( საკრებულო, გამგეობა) პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი №1 დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას და გაცემის წესს.
მუხლი 2🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
2. პირის მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა,მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზნებია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებული კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეები) პრემიის გაცემის შესახებ ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით.
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები), აგრეთვე, გამგებლის თანაშემწეებზე და გამგებლის წარმომადგენლებზე პრემიის გაცემაზე ინიციირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ – ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე, საკითხის ინიციირების შემდეგ. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარე) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო და აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (განკარგულებას).
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ პრემიის გაცემის შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 4🔗.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1. საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
2. პრემიის გაცემა ხორციელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე, არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.