სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,,ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

 

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე–3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არ გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიშს:

ა) სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოვიდა  74 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

   ბ) დაკმაყოფილდა 74 მოთხოვნა საჯარო ინფოორმაციის გაცემაზე, ასევე შემოსული ინფორმაციის გათვალისწინებაზე.

   გ) საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გადაგზავნის თაობაზე შემოვიდა 5 მოთხოვნა.

   დ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

   ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არ გამოუყენებია ასეთ შემთხვევაში მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

   ვ) საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგისს საჯარო სკოლის 2014 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის სახით:

 

#

ანგარიში

რაოდენობა

1

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის თაობაზე

74

2

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

3

საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე მოთხოვნა

0

4

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

5

5

მოთხოვნა პერსონალუური მონაცემებიის შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

5

6

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

7

ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე

0

 

 

გულნარა ტაბაღუა

  სკოლის დირექტორის მ/შ