საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.01.2015
ძალაში შესვლა 05.01.2015
ძალის დაკარგვა 15.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018385
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 676 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.01.2015 მიღება
05.01.2015 ძალაში შესვლა
15.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №1 2015 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეფექტიანად და კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, შეიქმნას საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი ღარიბაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე; თამარ ბერუჩაშვილი − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; დავით ბაქრაძე − ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; თეა წულუკიანი − საქართველოს იუსტიციის მინისტრი; მინდია ჯანელიძე − საქართველოს თავდაცვის მინისტრი; გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; მაია ცქიტიშვილი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; დავით სუჯაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი; გიორგი გახარია − საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში − ეკონომიკური საბჭოს მდივანი; ნინო კობახიძე − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; ზურაბ აბაშიძე − საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში; ლევან ასათიანი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის კოორდინატორი; ირაკლი მენაღარიშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონსულტანტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: დავით უსუფაშვილს − საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს; თედო ჯაფარიძეს − საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს; ირაკლი სესიაშვილს − საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს; თინათინ ხიდაშელს − საქართველოს პარლამენტის წევრს; ზვიად კვაჭანტირაძეს − საქართველოს პარლამენტის წევრს. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 5 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები საბჭო: ა) განსაზღვრავს საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს თემებს და მათ მუდმივად ათანხმებს უწყებებს შორის; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ (კონკრეტული ქვეყნების და ორგანიზაციების მიხედვით); გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საგარეო აქტივობებისთვის; დ) განსაზღვრავს კოორდინაციისა და ურთიერთქმედების რეჟიმს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ სუბიექტებს შორის; ე) მონიტორინგს უწევს საგარეო პოლიტიკის რეალიზების პროცესს და მის შედეგებს; ვ) უზრუნველყოფს შეჯერებული ინფორმაციის გავრცელებას. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1.  საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. საბჭოს შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლები. მუხლი 4🔗. საბჭოს უფლებამოსილება დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად  საბჭო უფლებამოსილია: ა)  კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ხმათა უბრალო უმრავლესობით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა უწყებების, ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით. მუხლი 5🔗.  საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 1. საბჭოს სხდომა იმართება, როგორც წესი, თვეში ერთხელ. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 2. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს  საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი. 4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობების სამსახური (შემდგომში − სამსახური), რომელიც არის საბჭოს სამდივნო. 5. საბჭოს სამდივნოს ფუნქციიდან გამომდინარე, სამსახური  ახორციელებს სხვადასხვა უწყებებიდან საჭირო მასალების მობილიზებას, დამუშავებას, მომზადებას, ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისთვის მიწოდების ორგანიზებას (საკონსულტაციო ორგანიზაციები და კონსულტანტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა), რათა მათ, თავის მხრივ, ინფორმაცია მიაწოდონ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რეკომენდაციების შემუშავებას საბჭოს სხდომაზე განსახილველად, ოპერატიულ კომუნიკაციას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ სუბიექტებთან და საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის ორგანიზებას. 6. საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას ახდენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია: უზრუნველყოფს საბჭოს გამართულ მუშაობას, სამთავრობო უწყებებიდან საბჭოს სამდივნოში საჭირო ინფორმაციის მობილიზებას, საკონსულტაციო ორგანიზაციებსა და კონსულტანტებთან  მუშაობის ორგანიზებას, საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, საკონსულტაციო ორგანიზაციებს და კონსულტანტებს დაუსახავს ამოცანებს, მიიღებს ანგარიშებს შესრულებული სამუშაოს შესახებ, გააკონტროლებს მათი მუშაობის შედეგებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უზრუნველყოფს უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და კონსულტანტების კოორდინაციას.