„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2015 წლის 5 იანვარი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარდამავალ პერიოდში (2016 წლის პირველ იანვრამდე) საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 ბავშვს, გარდა ბაგის უმცროსი ჯგუფისა, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ბავშვს.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი
ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა შესაძლებელია იყოს განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საბავშვო ბაგა-ბაღში თითოეულ ჯგუფში მიღებული და რეგისტრირებულია აღსაზრდელი 2013 წლის 1 სექტემბრამდე.“
|