1. სამუშაო ჯგუფი იქმნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზ