⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.01.2015
ძალის დაკარგვა 11.12.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,195 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.01.2015 მიღება
11.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2015 წლის 5 იანვარი ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი №1-ისა და შესაბამისი მოწმობის - სერტიფიკატის  ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის და პირობები ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. მუხლი 1🔗. სტაჟირების მიზანი 1. ქალაქ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  (მერია/საკრებულოს აპარატი) დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, შესაბამისი პროფილის სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის კვალიფიკაციური კადრების მომზადება. 3. მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 4. დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა რეგიონში მცხოვრები პირებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მუხლი 2🔗. სტაჟიორები 1. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, ასევე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით. 2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით. 3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის პროფილთან. მუხლი 3🔗. სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა 1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვროს  3 თვის ვადით. 2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. 3. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სტაჟიორთა მიღების მიზნით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე)   განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა. მუხლი 4🔗. სტაჟირების გავლის წესი და მიღება 1. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბერის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში. 2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში ბიურო)“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 3. სტაჟიორების კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები. 4. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. 5. ბიურო თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონულად  ან წერილობით აცნობებს ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. 6. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამისი ნაკადის ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. 7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე. მუხლი 5🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა, დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით.   2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე)  და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს. მუხლი 6🔗. სტაჟიორის უფლება–მოვალეობები 1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში. 2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს/საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;  დაიცვას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. 4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან. მუხლი 7🔗. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება–მოვალეობები 1. ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერია/საკრებლო სტაჟიორს სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ–ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით. 3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე. მუხლი 8🔗. სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება–მოვალეობები 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერის/საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით. მუხლი 9🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი/საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ. 2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაიცემა ქალაქ ზუგდიდის    მუნიციპალიტეტის მერის/საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების დამადასტურებელი  ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი   № სერტიფიკატი ეძლევა ______________________ სახელი, გვარი   ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს   აპარატი)   _______________ პროფილით სტაჟირების წარმატებით გავლისთვის. ___________________                   ხელმოწერა               __________                 თარიღი