ამბროლაურის მუნიციპალლიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 06.01.2015
ძალის დაკარგვა 09.03.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 182 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.01.2015 მიღება
09.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალლიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №01 2015 წლის 6 იანვარი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა.გ” ქვეპუნქტის  და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა, მათი გამოსახულებები და აღწერილობები დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის აღწერილობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარის ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომელზეც მოთავსებულია ორი ძოწისფერი ვაზის ფოთლიანი სტილიზებული ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი ძოწისფერ ველზე. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია „ამბროლაური“ ბაფთის სარჩული არის ძოწისფერი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს: მართკუთხა ნაჭერს, პროპორციით 2/3; დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. პირველს უჭირავს დროშის 2/3 და ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი. მეორე ნაწილს უჭირავს დროშის 1/3 და წარმოადგენს ვერცხლის ველს.