„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №03 |
|
2015 წლის 6 იანვარი ქ. ამბროლაური |
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წევრთა (შემდგომში – საკრებულოს წევრი) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობისა და ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს.“;
„1. საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საფუძველია საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში ფაქტობრივი დასწრება და ამომრჩევლებთან შეხვედრები.“;
„2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს წევრის საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების სხდომებზე ფაქტობრივი დასწრების (თითოეულ სამუშაო დღეზე) მონაცემების და ამომრჩევლებთან შეხვედრების საოქმო ჩანაწერის შესაბამისად.“;
„4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისა და ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის თითოეულ სამუშაო დღეზე განისაზღვროს 80 (ოთხმოცი) ლარით, მაგრამ თვეში არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.“.
|