საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2388
2014 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ეროვნულ სატყეო სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლის განმავლობაში:
ა) ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით, საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების განსახორციელებლად, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 150 ერთეულით (მ.შ. მუდმივად მომუშავეთა რაოდენობა – 110 ერთეული, ხოლო დროებით მომუშავეთა რაოდენობა – 40 ერთეული), ხოლო, შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არაუმეტეს 1300 (ათას სამასი) ლარით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით სატყეო ღონისძიებების (ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები, ტყითსარგებლობის ღონისძიებები, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის ღონისძიებები და ხანძარსაწინაარმდეგო ღონისძიებები) განსახორციელებლად, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 50 ერთეულით (მ.შ. მუდმივად მომუშავეთა რაოდენობა – 10 ერთეული, ხოლო დროებით მომუშავეთა რაოდენობა – 40 ერთეული), ხოლო, შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარით.
საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების განსახორციელებლად დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არა უმეტეს 150 ერთეული) განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სატყეო ღონისძიებების (ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები, ტყითსარგებლობის ღონისძიებები, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის ღონისძიებები და ხანძარსაწინაარმდეგო ღონისძიებები) ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არა უმეტეს 50 ერთეული) – სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ამავე ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №246 და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №1533 განკარგულებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი